სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომას ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომას ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დღეს მთავრობის გადადგომას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ "ნიუს.ამ"-ი იუწყება.

სომხეთის პირველი პირის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, მთავრობის წევრები მოვალეობას ახალი მთავრობის ფორმირებამდე შეასრულებენ.

როგორც ცნობილია, გუშინ სომხეთის პრემიერმინისტრი ტიგრან სარქისიანი გადადგა. პრემიერის გადადგომის შემდეგ, კონსტიტუციის თანახმად, მინისტრთა კაბინეტიც უნდა გადადგეს. პრეზიდენტმა ახალი პრემიერი ათი დღის ვადაში უნდა დანიშნოს, მინიტრთა კაბინეტის ფორმირება კი 20 დღეში უნდა მოხდეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა