ანუკა არეშიძის დახვეწილი სილუეტი, რომელიც მუდამ მზად არის სიახლისთვის (+41 ფოტო)

ანუკა არეშიძის დახვეწილი სილუეტი, რომელიც მუდამ მზად არის სიახლისთვის (+41 ფოტო)

დიზაინერ ანუკი არეშიძის ბრენდმა ANOUKI-მ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში შემოდგომა-ზამთრის 2014-15 წლის სეზონის კოლექციის ჩვენება მოაწყო. ეს დიზაინერის პირველი დამოუკიდებელი ჩვენებაა საქართველოში. ღონისძიებას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

პოდიუმზე კოლექცია ცნობილმა ქართველმა მოდელებმა წარადგინეს. ჩვენება კრისტი ყიფშიძემ გახსნა, რომელმაც შავი, კლასიკური კაბა წარადგინა. პოდიუმზე ფართო საზოგადოებისთვის უცნობ მოდელებთან ერთად ფოტოგრაფების წინაშე წარმატებული ვარსკვლავები: კრისტი ყიფშიძე, მარიტა ჯანაშია, ნანუკა გოგიჩაიშვილი და მანიკა ასათიანი პოზირებდნენ.

კოლექცია ძირითადად მუქ ტონებში იყო გადაწყვეტილი, რომელიც ფერადი დეტალებითა და აქსესუარებით იყო გაფორმებული. კოლექცია წარმოადგენს ელეგანტურ, გემოვნებიან და ძლიერ ქალს, რომელიც უპირატესობას ქალურ, დახვეწილ სილუეტს ანიჭებს და მუდამ მზად არის სიახლისთვის.

დიზაინერისთვის ეს კოლექცია ემოციების გამოძახილი და მომავალი სეზონის ქალის პერსონალური ხედვაა.

კოლექცია გვიანი 60-იანი წლების გამოძახილია. ძირითადი აქცენტი წელზე და გამოყვანილ ფორმებზე კეთდება. ამასთან, სხვადასხვა ფერისა და ტონალობის ქვები აქსესუარებზეა წარმოდგენილი. პოდიუმზე რამდენიმე მოდელმა ბეწვით გაფორმებული სამოსი წარმოადგინა.

როგორც ღონისძიების დასრულების შემდეგ ანუკიმ Ambebi.ge-ს განუცხადა, კოლექციაზე 6 თვის განმავლობაში მუშაობდა და საერთო ჯამში ჩვენებით კმაყოფილია.

ანუკი არეშიძე: კოლექციაზე დაახლოებით 5-6 თვე ვიმუშავე. ძალიან კმაყოფილი ვარ - მაინტერესებს შეფასებები. ოქტომბერში უკვე 2015 წლის ქალს წარმოვადგენ, რომელზე მუშაობაც დაწყებული მაქვს.

ანუკის კოლექცია მოეწონათ და დადებითად შეაფასეს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

სალომე ღვინიაშვილი: ძალიან ლამაზი კოლექცია იყო, ანუკისავით ბრჭყვიალა და ლამაზი. ძალიან მიხარია ანუკის წარმატება. ვულოცავ ამ წინ გადადგმულ ნაბიჯს და ვფიქრობ, როგორც დიზაინერს წინ ძალიან დიდი მომავალი ელოდება. დარწმუნებული ვარ, მალე ვიხილავთ სხვადასხვა ქვეყნის Fashion Week-ებზე.

ია კიწმარიშვილი: არაჩვეულებრივი ჩვენება იყო. დაწყებული დარბაზით, გარემოთი ყველაფერი შესანიშნავი იყო. ძალიან საინტერესო კოლექცია იყო, განსხვავებული, ანუკასთვის დამახასიათებელი. მე პირადად დიდ წარმატებას ვუსურვებ. ეს მისი პირველი დამოუკიდებელი ჩვენებაა. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მონდომებული, შრომისმოყვარე და ნიჭიერი გოგონაა, დარწმუნებული ვარ, რომ მას ყველაფერი წინ აქვს და ბევრი საინტერესო კოლექციით გაგვახარებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკატერინე ციცხვაია, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება