"ფოტოგრაფებს ხელოვნება ბიზნესად ექცათ..."

"ფოტოგრაფებს ხელოვნება ბიზნესად ექცათ..."

18 წლის ნუცა კაცაძე მოყვარული ფოტოგრაფია. მართალია, გოგონას ჯერჯერობით საკუთარი ფოტოაპარატიც არ აქვს, მაგრამ მეგობრების დახმარებით მაინც ახერხებს საინტერესო წამის შეჩერებას. განსაკუთრებულად უყვარს პორტრეტების გადაღება. მის არქივში ასეთ უამრავ ფოტოს ნახავთ, თუმცა ამის გარდა დაინტერესებულია კომპგრაფიკა კრეატივით, რომელიც ფოტოგრაფიის საინტერესო ჟანრია.

- 18 წლის ვარ, ახლა დავამთავრე სკოლა და უნივერსიტეტში ვაბარებ, აბიტურიენტი ვარ. ექვსი წელია, რაც ფოტოებს ვიღებ, მაგრამ საკუთარი ფოტოაპარატი ჯერ კიდევ არ მაქვს. მეგობრები მათხოვებენ ხოლმე და ხშირად მე და ჩემი მეგობარი ერთად ვიღებთ ფოტოებს, თითქმის ყოველდღე.

- ყველაზე მეტად ვისი ან რისი გადაღება გიყვარს?

- პორტრეტები ჩემი საყვარელი ჟანრია. ჩემი საუკეთესოა მეგობარია თაკო, ბალერინაა და განსაკუთრებულად მიყვარს მისი გადაღება. ფოტოების გადაღებამდე ადგილს აუცილებლად წინასწარ ვარჩევ, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რაღაც ისე არ გამოსულა. ალბათ ასეთი რამ ყველა ფოტოგრაფს ემართება. თვითნასწავლი ვარ და ამ სფეროში არანაირი განათლება არ მაქვს. ინტერნეტის საშუალებით ჩემით მოვიძიებ ხოლმე საინტერესო ინფორმაციას. სკოლაში მქონდა რამდენიმე გამოფენა, მაგრამ ჯერჯერობით მნიშვნელოვანი არაფერი. დედა ბაღის მასწავლებელია, მასთან ხშირად მივდივარ და პატარა ბავშვებს ვუღებ. ძალიან უხარიათ, როგორც კი დამინახავენ, ხვდებიან, რომ უნდა გადავუღო და ყველა ერთად გამორბის.

- შენი საყვარელი ფოტოგრაფი ვინ არის?

- ნინო ოშხერელი, გეგა ქუთათელაძე, დათო ჭაო. მათ უფრო დახვეწილი ფოტოები აქვთ.

- ნუცა, ფოტოების გადაღების გარდა, როგორც ვიცი, კარგად ხატავ.

- დიახ, ძალიან პატარა ვიყავი, ხატვა რომ დავიწყე. ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი, როდესაც ჩემს გამოფენებს აწყობდნენ. ახლა გუაშით პორტრეტებს ვხატავ. ამ ჟანრშიც პორტრეტები მიყვარს. ჩემს ოჯახს გადაღებაზე მეტად ხატვა მოსწონს. უნდათ, რომ ხელოვნებას გავყვე.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება