ცნობილი ქართველი დიზაინერები, რამაზო რომა და ბიჭოლა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამაზო რომა თურქეთში წარმატებული დიზაინერია, მის ცხოვრებას სკანდალებიც თან ახლავს. მას სამართალდამცავებთან პრობლემებიც ჰქონდა და დაკავებულიც იყო, თუმცა მისი ბრალეულობა არ დადასტურდა. ჩვენი წყაროს ცნობით, ანუკა არეშიძის და ბიჭოლას გზების გაყრის შემდეგ, ბიჭოლა თურქეთში გაემგზავრა, სადაც რამაზო რომასთან ცხოვრობდა. თუმცა დიზაინერებს შორის უთანხმოება მოხდა და ბიჭოლა რამაზო რომამ სახლიდან გააგდო, რის შემდეგაც ბიჭოლა ისევ უკრაინაში დაბრუნდა. უცნობია, რა გახდა მათი ჩხუბის მიზეზი, ამიტომ ამბავი რამაზო რომასთან გადავამოწმეთ.
– რამაზო, მართალია, რომ თქვენ და ბიჭოლამ იჩხუბეთ და სახლიდან გააგდეთ?
– არა რა სისულელეა.
– არ ყოფილა ბიჭოლა თურქეთში?
– კი იყო. როცა მას ანუკისთან შეექმნა პრობლემები, მაშინ ჩამოვიდა თურქეთში. მე არ მიყვარს ინტრიგებში მონაწილეობა. გამხვიეს ანუკის და ბიჭოლას ურთიერთობაში და ეს არ მესიამოვნა. ანუკის მიწერა ბიჭოლამ, რამაზო რომა ძალიან გაბრაზებულია შენზეო... საერთოდ არ ვიცნობდი ანუკის და რა უფლება მქონდა მასზე გაბრაზების და მათ ურთიერთობაში ჩარევის? მთელი ქალაქი მირეკავდა და მეუბნებოდა, ანუკი რატომ გააბრაზეო. ეს მისი ახლო მეგობრებისგან ვიცი. არც ყოფილა ისეთი სიტუაცია, რომ მისთვის ამეხსნა, რომ მე მასზე ცუდი არაფერი მითქვამს.
– ამ ამბების გაგების შემდეგ გააგდეთ ბიჭოლა სახლიდან?
– ბიჭოლა თურქეთში გიორგი ამირეჯიბთან ცხოვრობდა. როცა გავიგე, რა მიწერა მან ანუკის ჩემზე, ძალიან ვუსაყვედურე, რადგან ინტრიგებში გამხვია. მას შემდეგ პირველად ცოტა ხნის წინ ვნახე ბიჭოლა, როცა კიევში ვიყავი.
– დაგავიწყდათ წყენა?
– ისე რა, მაგრამ ანუკის არ დაავიწყდა. დღემდე გაბრაზებულია ჩემზე, რადგან არ დამპატიჟა ჩვენებაზე (იხილეთ ანუკის ჩვენება |+ 41 ფოტო). ძალიან ნაწყენი ვარ ანუკიზე, მე ვემზადები ახლა ჩემი ჩვენებისთვის და არ დავპატიჟებ ანუკის.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge