" ბევრს არ ვილაპარაკებ, მხოლოდ ქულებს ავწევ" - დათო ოქიტაშვილი "ორი ვარსკვლავის" ჟიურიში იქნება

" ბევრს არ ვილაპარაკებ, მხოლოდ ქულებს ავწევ" - დათო ოქიტაშვილი "ორი ვარსკვლავის" ჟიურიში იქნება

"ორ ვარსკვლავში" დღეს კონკურსნატებს ქართული ტური ექნებათ. წყვილები ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს შეასრულებენ, რისთვისაც მონდომებით ემზადებიან. მუსიკალური ნომრები საგულდაგულოდ შეარჩიეს.

ნოე სულაბერიძე, შოუს გენერალური პროდუსერი:

- დღეს წყვილები ქართულ ტურში მიიღებენ მონაწილეობას. ქართულ ნაწარმოებებს შეასრულებენ... ტურის წინ ყველაფერი ნორმალურად არის.

- ვინ იქნება ჟიურის მეოთხე წევრი?

- ჟიურის მეოთხე წევრი დათო ოქიტაშვილია. ეს ადამიანი ქართულ კულტურასა და შოუბიზნესში კარგად არის გარკვეული, ჟიურის შემადგელობისთვის სწორედ მაგ ნიშნით შეირჩა.

- წინა ტურზე პროექტის ჟიურის წევრი შალვა რამიშვილი იყო. კმაყოფილები ხართ მისი მონაწილეობით?

- შალვას თავის ნიშა აქვს. ზოგადად, არავის მონაწილეობით არ ვარ უკმაყოფილო.

- "ორ ვარსკვლავს" რამდენიმე დღეში ერთი თვე უსრულდება, რაც ეთერში გავიდა. ამართლებს?

- რა თქმა უნდა, ამართლებს და კმაყოფილები ვართ.

- საოცარი შემოტევა კი გქონდათ...

- სწორედ მაგ შემოტევის გამო ვართ ამ დღეში - "ორი ვარსკვლავი" საოცრად რეიტინგულია.

- თითქოს გასული ტური (კინომუსიკა) მაყურებელს არ მოეწონა...

- პირიქით, იმ გადაცემას ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

დათო ოქიტაშვილი:

- მიმაჩნია, რომ "ორი ვარსკვლავი - კარგი პროექტია. თავიდან მაყურებელმა მისი ლანძღვა-გინება რომ დაიწყო, გამიკვირდა. არ შეიძლება ახალდაწყებულზე ასეთი თავდასხმა. ადამიანები, ვინც ამ შოუს ლანძღვავდნენ, დამიჯერეთ, პირველები ისინი უყურებენ. ჩემთვის დიდი პატივია, ამ პროექტის ჟიურის წევრობა.

დღეს ქართული ტურია და ვფიქრობ, რომ ის განსხვავებული არ იქნება. თუ შენი ქვეყნის სიმღერას კარგად ვერ ასრულებ, არა მგონია, კარგად სხვა ქვეყნის სიმღერა წარმოადგინო. ამიტომ ვფქირობ, რომ დღეს ჟიური მომთხოვნი და მკაცრი იქნება.

- ე.ი. მკაცრი და მომთხოვნი იქნებით?

- როცა მითხრეს, ჟიურიში უნდა იყოო, გამიხარდა და მაშინვე დავთანხმდი, მაგრამ დღეს ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ. არ მინდა, მაყურებელი და სტუდიაში მსხდომი აუდიტორია დავღალო. საჭიროდ როცა ჩავთვლი, კომენტარს მაშინ გავაკეთებ, ძირითადად კი ქულის აწევით შემოვიფარგლები. არ შეიძლება ყველაფერზე კომენტარის გაკეთება. როდესაც ნიშანს წერ, ეს შენს კომენტარსაც გულისხმობს და იმას, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვს იმ ყველაფრის მიმართ. ვინც პროექტში მონაწილეობს, ყველა ჩემი ახლობელია, პატივს ვცემ მათ. მინდა, მადლობა გადავუხადო ნოე სულაბერიძესა და რუსა მორჩილაძეს.

ცხოვრებაში არასოდეს უნდა იყო ჩასაფრებულ პოზიციაში. როდესაც ადამიანები შრომობენ, უნდა გქონდეს ამის დანახვის უნარი და თუ რაიმე არ მოგწონს, მაშინ ჯანსაღად გააკრიტიკე. ჩემი საყვარელი სლოგანია: "თუ ვიღაც გლანძღავს, გაკრიტიკებს, ე.ი. შენით ინტერესდება. როდესაც აღარ გაკრიტიკებენ, გამოდის, რომ ცუდად ცხოვრობ". ეს არის პრინციპი... ბდნიერი ვარ და ვფიქრობ, რომ დღეს ჟიური უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე აქამდე ყოფილა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება