ნატოს შტაბბინაში რუსეთის წარმომადგენლებისთვის შესვლა შეიზღუდა

ნატოს შტაბბინაში რუსეთის წარმომადგენლებისთვის შესვლა შეიზღუდა

ნატოს შტაბ-ბინაში, 8 აპრილიდან რუსეთის მისიის წარმომადგენლებისთვის შეზღუდვები დაწესდა. გარდა ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, მისი მოადგილისა და კიდევ ორი პირისა, რომელიც მისიაში მუშაობს, რუსეთის მისიიდან შტაბ-ბინაში ვერავინ შევა, რაც დაკავშირებულია გადაწყვეტილებასთან რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ალიანსის კომუნიკეში.

როგორც ცნობილია, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან პრაქტიკულ და სამხედრო თანამშრომლობას აჩერებენ, რაც უკრაინასთან დაკავშირებულ მოვლენებს უკავშირდება.

კომუნიკეს თანახმად, მისიის სხვა წარმომადგენლებისთვის შტაბბინაში შესასვლელად იმოქმედებს ის წესები, რომლებიც მოქმედებს ჩვეულებრივი ვიზიტორებისთვის. ამგვარად, რუსეთის მისიის სხვა წარმომადგენლებმა წინასწარ უნდა განაცხადონ საკუთარი ვიზიტის შესახებ შტაბბინაში, დარეგისტრირდნენ და შენობაში თანმხლებ პირებთან ერთად გადაადგილდნენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა