უკრაინაში შეტაკებისას 10 ადამიანი დაშავდა

უკრაინაში შეტაკებისას 10 ადამიანი დაშავდა

სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა, წუხელ, უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში მილიციას, ადგილობრივი მაიდნის მონაწილეებსა და პრორუს აქტივისტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკება მხარეებს შორის მას შემდეგ მოხდა, რაც პრორუსი აქტივისტები ნიკოლაევის ადმინისტრაციის შენობის დაკავებას შეეცადნენ. დაშავებულთაგან ხუთ ადამიანს ჭრილობები პნევმატური პისტოლეტით აქვს მიყენებული.

ამასთან, ხარკოვში, შს სამინისტროს მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, პრორუსი აქტივისტების მიერ დაკავებული ადმინისტრაციის შენობა ამ დროისთვის თავისუფალია.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 70 ადამიანი.

პრორუსმა აქტივისტებმა წუხელ გვიან ღამით, ხარკოვის ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს და ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" დაუშინეს.

მომზადებულია www.pravda.com.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა