უკრაინის რადაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

უკრაინის რადაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

უკრაინის უმაღლეს რადაში, კომუნისტებსა და ნაციონალისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

liga.net-ის ცნობით, დეპუტატებს შორის დაპირისპირება "კომუნისტური პარტიის" ლიდერის პეტრე სიმონენკოს განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ნაციონალისტები დაადანაშაულა, რომ მათ თავიანთი ქმედებებით სეპარატისტებს მაგალითი მისცეს.

"მინდა მოგიბოდიშოთ. ყოველთვის იმას ვამტკიცებდი, რომ ჩვენთან ნაციონალისტები პროამერიკულ და პროდასავლურ პოლიტიკას ატარებდნენ, მაგრამ შევცდი. თქვენ არა ამერიკული სცენარით, არამედ რუსეთის სცენარით მოქმედებდით უკრაინის გასახლეჩად", - განაცხადა პეტრე სიმონენკომ.

არსებული ინფორმაციით, "კომუნისტური პარტიის" ლიდერის ამ განცხადების გამო ტრიბუნასთან პარტია "თავისუფლების" დეპუტატები მიიჭრნენ და დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მომხდართან დაკავშირებით უმაღლესი რადას სპიკერმა, უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა 10-წუთიანი შესვენება გამოაცხადა. უკრაინის უმაღლესმა რადამ უკვე განაახლა მუშაობა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა