სოფო ბედიას "წარსული" "X ფაქტორში"

სოფო ბედიას "წარსული" "X ფაქტორში"

"X ფაქტორის" შესარჩევი ტურები ფილარმონიაში გრძელდება და თქვენი ბუკლიკოც არ ტოვებს საინტერესო ნომრებს. ვის არ ნახავთ "X ფაქტორის" სცენაზე. უცნაური გამომეტყველებისა და შესაძლებლობების მქონე კონკურსანტებს სასაცილო მონაწილეები ცვლიან.

ერთ-ერთმა ყვითელკაბიანმა სელინ დიონის ცნობილი სიმღერა შეასრულა. "შენი შესრულების შემდეგ ყველამ "ტიტანიკზე" ამოვყავით თავი, მაგრამ, სამწუხაროდ, აისბერგი, რომელიც დაგვეჯახა, შენ იყავი", - ასეთი იყო გიორგი გაბუნიას შეფასება.

სხვა საქმით დაკავდიო, - ურჩია სტეფანემ, მუსიკასთან ახლოც კი არ გაგივლიაო, - მკაცრი იყო სოფო ტოროშელიძე... "დაყრუვდნენ ძროხები!" - ყვიროდა მაყურებელი. ლოყებღაჟღაჟა ყვითელკაბიანი ზესტაფონელი დარცხვენილი გავიდა სცენიდან.

იმ დროს სმენის დეფიციტი "X ფაქტორის" მონაწილეებში ნამდვილად იყო. თუმცა მალე სცენა საბა ჩაჩუამ დაიკავა და როგორც იტყვიან, დაგლიჯა. "ეს ის შემთხვევაა, როცა სიამოვნებით დაგითმობდი ჩემს სკამს, რომ შეიძლებოდეს, უკვე ჩამოყალიბებული მუსიკოსი ხარ", - უთხრა სტეფანემ.

დღის ბოლო მონაწილე 18 წლის ხვიჩა ხოჯავა გახლდათ. ეს ის ბიჭია, სოფო ბედიასთან გადაღებული ფოტო რომ გაუვრცელეს, სადაც სკამზე ჩახუტებულნი ისხდნენ. მერე ორივე ამტკიცებდა, ფოტოშოპია და ჩვენ მხოლოდ ვმეგობრობთო. ერთი სიტყვით, დადგა სცენაზე და დაიწყო: - უბერავს ქარი, იღება კარი...

…"არ მეგონა, პანჩოზე ძველბიჭურად თუ ვინმე იმღერებდა ამ სიმღერას", - სოფო ტოროშელიძემ შუა სიმღერაში გააჩერა და, - ეს გავიგეთ, სხვას რას გვიმღერებო, - ჰკითხა. "ასი წლის შემდეგ", - არ დაიბნა ხვიჩა. "განსხვავება არ არის ჟანრობრივად, სტილი ერთია", - აგრძელებდა სოფო და თან მონაწილეს აკრიტიკებდა. ამასობაში საუბარში სტეფანე ჩაერთო...

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება