უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთი უკრაინის ოკუპაციის მეორე ეტაპისთვის ემზადება

უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთი უკრაინის ოკუპაციის მეორე ეტაპისთვის ემზადება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებში რუსეთს ადანაშაულებს და რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციის მეორე ეტაპზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.

"პროვოკაციებს ახორციელებენ გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურები ხელმძღვანელობენ. აგრესიული ქმედებები, რომლებიც უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, სეპარატისტული ძალების გააქტიურება და რუსეთის მოქალაქეთა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები მოწმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციის განხორციელების მეორე ეტაპისთვის მზადებას", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დივერსიულ საქმიანობას თან ახლავს მასშტაბური პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც ცინიკურად ამახინჯებს ფაქტებს, ავრცელებს სიცრუეს და მიზნად ისახავს უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევის გამართლებას.

უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, უკრაინელი ხალხი არ მიიღებს სეპარატიზმსა და ფაშიზმს, რასაც აქტიურად ავრცელებენ პროვოკატორები რუსეთის სპეცსამსახურებიდან. "ე.წ. უკრაინის ფედერალიზაციის იდეა, რომელსაც მოსკოვი გვახვევს თავს, ამავე სპეცგეგმის შემადგენელი ნაწილია", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინა მზად არის დიალოგისთვის იმ ფორმატში, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს პრაქტიკული შედეგები მკაფიოდ განსაზღვრული დროის პერსპექტივაში.

მომზადებულია pravda.com.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა