"მასწავლებლებო, ჯერ თქვენ უნდა გქონდეთ წაკითხული ის, რაზეც ბავშვებს თემის დაწერას სთხოვთ" - ნათია ფანჯიკიძე

"მასწავლებლებო, ჯერ თქვენ უნდა გქონდეთ წაკითხული ის, რაზეც ბავშვებს თემის დაწერას სთხოვთ" - ნათია ფანჯიკიძე

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქართველ პედაგოგებს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. ფსიქოლოგი ambebi.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც 147-ე სკოლაში მომხდარ სკანდალს ეძღვნება. ქალაქ თბილისის 147-ე სკოლის VI კლასის ერთ-ერთი მოსწავლისთვის კლასგარეშე საკითხავად გადაცემულ წიგნში ორალური სექსი და ჰომოსექსუალური სცენები დეტალურად იყო აღწერილი. ბავშვებს წიგნები პროექტის - "ვისაუბროთ წიგნებზე" ფარგლებში გადასცეს.

"ჩემი დიშვილები პატარები რომ იყვნენ, ქალაქში სიმკაცრით და კატეგორიულობით სახელგანთქმული პედიატრი ყავდა ჩემს დას. "ჯერ თქვენ გასინჯეთ ბავშვს რას აჭმევთო," ისეთი ტონით ამბობდა, ცოტა გვეშინოდა კიდეც. თვეების რომ იყვნენ ჩემი შვილები, "პეჩენიას" ხილის ფაფაში ვუფშვნიდი და შეუხედავ მასას ვიღებდი, განსკაუთრებით ხილი რომ დაიჟანგებოდა, სალაფავს გავდა. პედიატრის სიტყვები გამართლებასავით მქონდა, - იმ ბნელ 90-იანებში ყველას გვშიოდა და სიამოვნებით ვსინჯავდი ამ, ახლა რომ მკითხოთ, ათქვეფილ საძაგლობას და ერთი სულიც მქონდა, ჭამა დროზე დაემთავრებინათ, ცოტა რამე მორჩენოდათ, რომ თეფში ბოლო ნამცეცამდე ამესუფთავებინა.

მასწავლებლებო, ჯერ თქვენ უნდა გქონდეთ წაკითხული ის, რაზეც ბავშვებს თემის დაწერას სთხოვთ. წესია ასეთი.

ირაკლის სამსახურის გამო ორჯერ ვცხოვრობდით აშშ-ში; ვაშინგტონში ჩართული ტელევიზორის არასდროს არ შემშინებია, რომ ბავშვები შემთხვევით ასაკისთვის შეუფერებელ სცენას ნახავდნენ, - კოცნაც კი ამოჭრილი იყო და ოდნავ სისხლიანი სცენაც. ნიუ იორკში უკვე დიდები იყვნენ და ხელი მომაწერინეს თანხმობაზე, რომ სამედიცინო ინფორმაციას მიაწვდიდნენ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე და მსგავს საკითხებზე. კლასგარეშე ლიტერატურა კი, რაც სკოლამ შეურჩია, იყო მხოლოდ კლასიკა.

ბავშვს ჯერ "სამი გოჭი" რომ არა აქვს წაკითხული, იქნებ არ ჩაგვეგდო შოკში არც მისი ფსიქიკა და არც ფიზიოლოგია?

ევროკავშირისთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის, თუ ჩვენი შვილების განათლებაში ფული დახარჯა. დანარჩენზე თავი თვითონ უნდა შევიწუხოთ, რომ წასაკითხი წიგნების ქრონოლოგია სწორად იყოს დაგეგმილი და შერჩეული. რამდენი ასე გამოყოფილი თანხა გვაქვს უჭკუოდ და მავნებლურადაც კი დახარჯული და ჩვენი გულგრილობის და არაპროფესიონალიზმის გამო ეს საწყალი ევროკავშირიც მადლობის მაგივრად გინებას იმსახურებს", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

იხილეთ ასევე: ჰომოსექსუალური სცენები და ორალური სექსის დეტალური აღწერა VI კლასელთა კლასგარეშე საკითხავში - სკანდალი 147-ე სკოლაში

ვინ ლობირებს სკოლაში პორნოგრაფიის სწავლებას?

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს