5 ყველაზე მომხიბვლელი იტალიელი ქალი მოდის ისტორიაში (+5 ფოტო)

5  ყველაზე მომხიბვლელი იტალიელი ქალი მოდის ისტორიაში (+5 ფოტო)

წარმოგიდგენთ 5 ყველაზე მოდურ ქალს, იტალიური მოდის ისტორიიდან.

საპატიო პირველ ადგილს ჩამონათვალში ყველასათვის საყვარელი მონიკა ბელუჩი იკავებს. ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ეს იტალიელი ლამაზმანი არ მოსწონს.  "ყველაზე სასურველი", "ყველაზე ცნობილი" - სიტყვა "ყველაზე",  ყველაზე მეტად სწორედ რომ მონიკა ბელუჩის შეესაბამება...

შემდეგ პოზიციაზე არაჩვეულებრივი იტალიელი მსახიობი სოფი ლორენია.

მას მოსდევს პოპულარული ლამაზმანი, ბიანკა ბალტი. ვინ იფიქრებდა, რომ ახლა ცნობილი მოდელი, თავის დროზე აგენტებისგან მხოლოდ უარს იღებდა. ვიდრე შეამჩნევდნენ, მოდელი სუპრემარკეტში მოლარედაც კი მუშაობდა და ამაოდ დადიოდა სააგენტოდან სააგენტოში.

მომდევნო იზაბელა როსელინია - შვედი მსახიობის ინგრიდ ბერგმანისა და იტალიელი რეჟისორის, რობერტო როსელინის ქალიშვილი. თავის დროზე იზაბელამ რეკორდი დაამყარა და თითქმის მიყოლებით ამერიკული Vogue-ს გარეკანზე ექვსჯერ მოხვდა.

სიის კიდევ ერთი ლამაზმანი ჯინა ლოლობრიჯიდაა - "ლოლო" იტალიურად ბიუსტს ნიშნავს. ლაციოში დაბადებულმა მსახიობმა გზა მსოფლიო კინემატოგრაფში გაიკვალა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლია "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში" შესრულებული ესმერალდას როლი. ამჟამად 86 წლის ჯინა მშვიდად ცხოვრობს რომთან ახლოს, თავის ვილაში და ფრინველებს უვლის. როგორც ამბობენ, მსახიობს თავის ბაღში 600 სახეობის ფრინველი ჰყავს.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება