ოდესაში ბარიკადების მშენებლობა მიმდინარეობს

ოდესაში ბარიკადების მშენებლობა მიმდინარეობს

ოდესის ცენტრში უკრაინის ფედერალიზაციის მომხრეები ბარიკადებს აწყობენ. "უნიანის" ინფორმაციით, კულიკოვოს მინდორზე, რომელზეც ანტიმაიდანის კარვებია გაშლილი, უკვე შეიტანეს ქვიშა, რომელსაც პოლიეთილენის ტომრებში ყრიან და მისგან ბარიკადებს აშენებენ.

ერთი მეტრის სიმაღლის ბარიკადებით ხდება სწორედ იმ ტერიტორიის შემოსაზღვრა, რომელზეც კარვებია განთავსებული. მათ ასევე, მიტანილი აქვთ ავტომობილის საბურავები, რომლებიც ტომრებთან არის განთავსებული.

პრორუსი აქტივისტები, რომლებიც ამ ბარიკადებს აშენებენ, ჟურნალისტებთან არ საუბრობენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამას მაიდანის მომხრეებისგან თავდასაცავად აკეთებენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა