რატომ თქვა მელორ ვაჩნაძემ ფილმში გადაღებაზე უარი

რატომ თქვა მელორ ვაჩნაძემ ფილმში გადაღებაზე უარი

მელორ ვაჩნაძე რამდენიმე წლის წინ "ჯეობარიდან" გავიცანით. მოგვიანებით თავი საპროტესტო აქციებიდან დაგვამახსოვრა. სამწუხაროდ, ოთხი წელი ციხეში გაატარა. ცდილობს, სამართლიანობისთვის ბრძოლა გააგრძელოს. მელორს განვლილ ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.

"მაიმუნი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, იმ მოგზაურობიდან არაფერი დამმახსოვრებოდა"

- ფოტოზე ჩემი მშობლები არიან. ივანე ვაჩნაძე და რიტა მაისურაძე. დედა მამასთვის მეორე მეუღლეა. მამას მანამდე ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი - მაკა და ნატო. ისინი ცხოვრებაში არ გამირჩევია ღვიძლი დისგან. ერთად გავიზარდეთ. მამა დედაზე ჩვიდმეტი წლით უფროსია. დედა რომ გათხოვდა, თვრამეტი წლის იყო და მამას რომ გაჰყვა, ოჯახში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. ცოლიანი და შვილებიანი სიძე არ უნდოდათ. ბაბუაჩემი მათი ქორწინების წინააღმდეგი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, ჩემი და რომ გაჩნდა, მათ ქორწინებას შეეგუა და მამასა და ბაბუას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ჩემს მშობლებს რომ ვუყურებ, დღემდე ისე ებუტებიან ერთმანეთს, როგორც ახალი შეყვარებულები. ძალიან უყვართ ერთმანეთი და დარწმუნებული ვარ, ეს ორი ადამიანი ერთმანეთისთვის დაიბადა.

- რას საქმიანობენ?

- მამას რესტორნები ჰქონდა. დედა ეკონომისტია. ადრე მუშაობდა. დღეს ჯანმრთელობა ხელს არც ერთს არ უწყობს, რომ იმუშაონ.

- გარეგნულად ვის ჰგავხარ?

- ალბათ ორივეს. მე რომ გავჩნდი, მამა ორმოცი წლის იყო. მანამდე სამი გოგო ჰყავდა და სიგიჟემდე უნდოდა ბიჭი.

- რატომ დაგარქვეს მელორი?

- ჩემი ნათლიის მელორ ტყეშელაშვილის პატივსაცემად. მელორ ტყეშელაშვილი რამდენიმე წლის წინ ვანის რაიონის დეპუტატი იყო. დედა ფეხმძიმედ რომ იყო, მელორი ახალ წელს მეკვლედ მოსულა ჩვენთან მეგობართან ერთად. თურმე მამა ამბობდა, არ დამთარსოთ, გოგო არ დაიბადოსო. ჩემს ნათლიას უთქვამს, ბიჭი თუ იქნება, ჩემს სახელს დაარქმევო. მამას დაუფიქრებლად მიუცია ამის პირობა. ზაფხულში დავიბადე... ფიქრობდნენ, ჯაბა დაერქმიათ, მაგრამ მამამ ნათლიას ვერ აწყენინა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება