ევროსაბჭოში რუსეთს 2014 წლის ბოლომდე ხმის უფლება შეუჩერდა

ევროსაბჭოში რუსეთს 2014 წლის ბოლომდე ხმის უფლება შეუჩერდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით, რუსეთს 2014 წლის ბოლომდე ხმის უფლება შეუჩერდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა PACE-ს სხდომაზე მყოფი 188 დეპუტატიდან 145-მა, 21 დეპუტატი კი წინააღმდეგი იყო.

ამასთან, რეზოლუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, რუსეთს ეკრძალება PACE-ს ხელმძღვანელ ორგანოებსა და სადამკვირვებლო მისიების მუშაობაში მონაწილეობა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებით, თუ რუსეთი ყირიმის ანექსიას არ შეწყვეტს, PACE სანქციებს გაამკაცრებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვის საკითხს რუსეთის დელეგაცია არ ესწრებოდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა