ზურა ნიჟარაძის სადღეგრძელოებს ხალხი ზეპირად სწავლობს

 ზურა ნიჟარაძის სადღეგრძელოებს ხალხი ზეპირად სწავლობს

''სანათესავო-საგვარეულოში არტისტი არავინ მყოლია, მსახიობობა ბავშვობიდან ჩემი სურვილი იყო. იურიდიულიც დამთავრებული მაქვს, სასულიერო აკადემიაშიც ვსწავლობდი, ვარ მომღერალიც, მაგრამ თავიდან რომ დავიბადო, ისევ მსახიობის პროფესიას ავირჩევ...''- გვითხრა ზურა ნიჟარაძემ შეხვედრისას.

თეატრალურ უნივერსიტეტში გურამ საღარაძის, გოგი ქავთარაძისა და მზია მაღლაკელიძის მოსწავლე გახლდათ. წელიწადისა და სამი თვის განმავლობაში გორის თეატრში მუშაობდა. წლებია, აქტიურად თანამშრომლობს ''ღამის შოუს სტუდიასთან''. იუმორისტულმა გადაცემამ ''რომ გადახვალ, გააჩერე''სახელი იცვალა და ''თქვენი გადახდილიას''სახელწოდებით გადის ეთერში.

''ტვ 11''-ზე გამოჩნდა პაროდიების სერია ქართულ სუფრაზე წარმოთქმული ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოებისა, ზურა მათი მთავარი გმირია...

- თავიდან ყველას ჰგონია, რომ სამსახიობო ხელოვნებას ძალიან მარტივად დაეუფლება. პირველ კურსზე სახალხო არტისტი ხარ, მეორე კურსზე თავი დამსახურებული არტისტი გგონია, მესამეზე უბრალოდ არტისტი და ბოლოს ხვდები, რომ არაფერიც არ ხარ. ჯერჯერობით მგონია, რომ ამ სფეროში არაფერი გამიკეთებია, მთელი ცხოვრება წინ მაქვს.

რაც შეეხება სიმღერას, თეატრალურ უნივერსიტეტში რამდენიმე ბიჭი ვმღეროდით, გიგა ლორთქიფანიძესთან მივედით და ვუთხარით, რომ ანსამბლის ჩამოყალიბება გვინდოდა. მან ანზორ ერქომაიშვილთან გაგვიშვა. მან კი ანსამბლ ''რუსთავის''წევრ გოგიტა ბუგიანიშვილთან, რომელიც სათავეში ჩაგვიდგა. საბოლოო ჯამში 13 ბიჭი ვმღეროდით და ერთად 7 წელი ვიყავით. 2007 წელს საბერძნეთში მსოფლიო ფესტივალზე, სადაც 42 ქვეყანა მონაწილეობდა, ჩვენმა ანსამბლმა I ადგილი დაიკავა. 3-4 წელია აღარ შევკრებილვართ. ის დრო ძალიან მენატრება. საქართველოში რომ ვცხოვრობთ, ვერ ვხვდებით, ქართული სიმღერა რა ფენომენია, როცა შენს ფოლკლორს სხვა ქვეყანას ასმენინებ, მაშინ ხვდები, რა სასწაულია ის.

- ყველაზე დიდი ემოცია მაყურებლის მხრიდან რომელი ქვეყნიდან გამოგყვათ?

- საბერძნეთიდან. წარმოიდგინეთ, ათენში კონცერტის შემდეგ სასტუმროში ვბრუნდებოდით. ქამარ-ხანჯალი უკვე მოხსნილი გვქონდა. ორსართულიანი ავტობუსით ხალხი ფოიეში შეძახილებით დაგვხვდა. იქვე შვიდი სიმღერა შევასრულეთ.

ასევე დიდი სიყვარულით ვიხსენებ ისრაელსაც, სადაც უკვე სპექტაკლებით ვიყავი ჩასული.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება