მამულიჩა: "არ მინდა, ჩემი ბიჭი მოვიდეს და მითხრას, გავთხოვდიო..."

მამულიჩა: "არ მინდა, ჩემი ბიჭი მოვიდეს და მითხრას, გავთხოვდიო..."

ჩვენს რესპონდენტს თითქმის მთელი თბილისი მამულიჩათი იცნობს. პროდიუსერი კახა მამულაშვილი კარგი რესპონდენტია, რადგან ყველა კითხვაზე აქვს პასუხი. ინტერვიუზე შესათანხმებლად რომ დავურეკეთ და რუბრიკის სახელწოდება ვუთხარით, გვიპასუხა, მე იმიტომ დამირეკეთ, რომ არატრადიციული ვარო?.. ამ პასუხის შემდეგ, რასაკვირველია, მივხვდით, რომ წინ საინტერესო დიალოგი გველოდა.

- მოგეხსენებათ, საქართველო ტრადიციული ქვეყანაა, უყვარს ჩვენს ხალხს ღვინო, მაგრამ მე არ ვსვამ, მაგალითად, ლუდი ცხოვრებაში არ გამისინჯავს, არ მიყვარს დალევა და ამიტომაც ვერიდები დიდ სუფრაზე მოხვედრას, სადაც დიდი რაოდენობით დევს საჭმელ-სასმელი და ისმის ბევრი და გრძელი სადღეგრძელო.

- ნაირ-ნაირი სასმისების "გამოგონებაში" მაგრები ვართ, ქალის ფეხსაცმლიდან დალევა ამის ნათელი მაგალითია...

- ზოგადად არ მსიამოვნებს მთვრალ საზოგადოებაში ყოფნა, სადაც ზედმეტად უხსნიან სიყვარულს ერთმანეთს და მეორე დღეს არავის არავინ ახსოვს, ამიტომ ვცდილობ, სუფრაზე იქამდე გავჩერდე, სანამ ღრეობაში გადაიზრდება ყველაფერი, მერე უკვე აღარ ვჩერდები და ვიპარები.

რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვას, შევსწრებივარ ასეთ სიტუაციას, ჩემს მეგობარს მანდილოსნისთვის გაუხდია ფეხსაცმელი და იქიდან დაულევია, ძალიან მთვრალი იყო და მეორე დღეს არაფერი ახსოვდა. ჩემი აზრით, გართობის ნებისმიერი საშუალება კარგია მანამ, სანამ აცნობიერებ და გახსოვს ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში მარაზმში გადადის.

- რაც შეეხება ქორწილის ტრადიციას, სადაც მაყრიონის რბოლა ცუდი შედეგებით სრულდება ხოლმე.

- ადრე, ბევრი წლის წინ, თვითონაც ვმონაწილეობდი მსგავს გასწრობანაში და ვაღიარებ, რომ ეს ქაჯობაა. პატარძლის მანქანის უკან დგომა, მანქანების დამტვრევა, ავტომობილის ფანჯრებიდან გადმომსხდარი ხალხი – ძალიან ცუდი საქციელია. საერთოდ, არ მომწონს, სუფრაზე თამადა დიდხანს რომ ლაპარაკობს და ბევრ სადღეგრძელოს ამბობს. როგორც იცით, კორპორატიული საღამოების ორგანიზებით ვარ დაკავებული, როცა მიკვეთენ ქორწილს, თავიდანვე ვეუბნები, თამადას მიკროფონს დავუთმობ 8-9 სადღეგრძელოსთვის, თუ მხოლოდ სადღეგრძელოების მოსმენა გსურთ, ვერ ვითანამშრომლებთ, ესაა ჩემი პირობა-მეთქი. როცა ხალხი გართობას იწყებს, სადღეგრძელოები აღარავის აინტერესებს. ვფიქრობ, თამადის მოსმენა მისაღებია პირველი ერთი საათი, დანარჩენი უნდა იყოს გართობა.

- რადგან ქორწილს შევეხეთ, გვითხარით, ერთსქესიანთა დაქორწინების საკითხზე რას ფიქრობთ?

- ეს ტრადიციად საქართველოში არასდროს დამკვიდრდება. მიუხედავად იმისა, რომ მყავს არატრადიციული ორიენტაციის ნაცნობები, ჩემთვის ოჯახი ნიშნავს ქალისა და კაცის თანაცხოვრებას, ოდითგანვე იყვნენ ადამი და ევა, ანუ კაცი და ქალი, ასე რომ არ ყოფილიყო, იქნებოდნენ ადამი და ადამჩიკა (იცინის)... მე ვერავის განვსჯი, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, ჩემი ბიჭი მოვიდეს და მითხრას, გავთხოვდიო (იცინის).

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება