მედვედევის შემოსავალმა პუტინისას გაასწრო

მედვედევის შემოსავალმა პუტინისას გაასწრო

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქონება 2013 წელს 3 მილიონ 672 ათასი რუბლით გაიზარდა.

"იტარ-ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის პირველი პირის დეკლარაციაში, რომელიც კრემლის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა. 2012 წელს რუსეთის პირველი პირის შემოსავალი გაცილებით მეტი იყო და 5 მილიონ 790 ათასი რუბლი შეადგინა.

წელს პირველად, პუტინის დეკლარაციაში მითითებული არ არის მეუღლის შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას ითვალისწინებს. ამის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ გასულ წელს ვლადიმერ პუტინი მეუღლეს გაშორდა.

ამასთან, შარშან პრეზიდენტზე გაცილებით მეტი შემოსავალი ფიქსირდება რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის დეკლარაციაში. მისი შემოსავალი 4 მილიონ 259 ათასი რუბლით გაიზარდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა