მილა იოვოვიჩმა ქართველ ფოტოგრაფთან იპოზიორა (+ ფოტო)

მილა იოვოვიჩმა ქართველ ფოტოგრაფთან იპოზიორა (+ ფოტო)

ფოტოხელოვანმა მამუკა კიკალიშვილმა "ფეისბუქზე" მსახიობ მილა იოვოვიჩთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. Ambebi.ge  შეეცადა გაერკვია, რა ვითარებაში შეხვდა ქართველი ხელოვანი ჰოლივუდის ვარსკვლავს და მამუკა კიკალიშვილს დაუკავშირდა:

– სად შეხვდით მილა იოვოვიჩს?

– მილა იოვოვიჩს ბაქოში შევხვდი, მე ვთანამშრომლობ იქაურ გამოცემებთან. ჟურნალ "ბუტიკისთვის" მოიწვიეს მილა იოვოვიჩი ბაქოში და ფოტოებზე მე ვიმუშავე.

– როგორია მუშაობის დროს იოვოვიჩი, პრეტენზიულია?

– ძალიან უშუალო და კარგი ადამიანია. თავისთავად პროფესიონალიც. არ გამჭირვებია მასთან მუშაობა. წინასწარ იყო მის მენეჯერებთან შეთანხმებული ფოტოსესიის დეტალები.

შეზღუდული ჰქონდა დრო, ამიტომ დიდი ხნით არ მქონია მასთან მუშაობის საშუალება. ერთ სასტუმროში ვიყავით და მინდა გითხრათ, ძალიან უბრალო და კარგი ადამიანია. აღმოჩნდა, რომ საქართველოს შესახებ აქვს ინფორმაცია, იცის ჩვენი ქვეყნის შესახებ. გადაღების შემდეგ მილას "ატელიე კიკალას" სამოსი ვაჩუქეთ, რომელიც ძალიან მოეწონა და თავისთავად მოიხდინა კიდეც. თავადაც კმაყოფილი დარჩა ჩემთან მუშაობით და საკუთარ გვერდზეც დადო ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება