რისთვის უნდა აღმაშენებლის გამზირის გადაკეტვა ნიკა გაბედავას

რისთვის უნდა აღმაშენებლის გამზირის გადაკეტვა ნიკა გაბედავას

ნიკა გაბედავას გადაღებულ ფოტოებში დიდი ადგილი უკავია შავ-თეთრ ფოტოებს. ამას საინტერესო ახსნა აქვს. პორტრეტებზე მუშაობს და მიაჩნია, რომ ადამიანების ხასიათის გამოსახატავად ფერებს აჩერებს. 20 წლის ხელოვანი ერთ-ერთ უნივერსიტეტში ტურიზმს ეუფლება, მაგრამ მისი მთავარი გატაცება მაინც ფოტოგრაფიაა.

- ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ, სურათების გადაღება 15 წლის ასაკში დავიწყე. მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და არ მრცხვენია იმის თქმის, რომ ჩემს ერთ-ერთ კლასელს მივბაძე, რომელიც ძალიან კარგ სურათებს იღებდა. სანამ ფოტოების გადაღებას დავწყებდი, აქტიურად ვათვალიერებდი ჩემი კოლეგების ფოტოებს. თავიდან სამოყვარულო ფოტოაპარატი შევიძინე, ახლა უკვე პროფესიონალური მაქვს.

- პირველად ვისი ან რისი გადაღება დაიწყე?

- რაც კი მომეწონებოდა, ყველაფერს ვიღებდი, ყვავილებს, ქვებს, ადამიანებს. ფოტოგრაფიაც ადამიანივითაა, ჯერ ბავშვი ხარ, სკოლაში ყველა საგანს რომ ერთდროულად სწავლობ და შემდეგ რაღაც მიმართულებას ირჩევ. ასე მივხვდი, რომ პორტრეტების გადაღება მომწონდა.

- ნუდზე თუ გიმუშავია?

- ეს ჟანრი ძალიან მომწონს, მაგრამ მივიჩნევ, რომ განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება. რამდენიმეჯერ გადამიღია, მაგრამ ჩემთვის იმდენად მიმზიდველი არ აღმოჩნდა, ადამიანების ხასიათის გადმოცემა მირჩევნია. როდესაც ასეთ რთულ რაღაცას ეჭიდები, ადამიანებს ხელოვნება უნდა დაანახვო, რაც ხშირად ფოტოგრაფებს არ გამოსდით და შეიძლება, პორნოგრაფიაც დავარქვათ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება