უკრაინის შსს-მ ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო

უკრაინის შსს-მ ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო

სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN და უკრაინული მედია აქვეყნებს.

"დაიწყო ანტიტერორისტული ოპერაცია სლავიანსკში. ხელმძღვანელობს უკრაინის უშიშროების სამსახურის ანტიტერორისტული ცენტრი. ჩართულია ყველა ძალოვანი სტრუქტურა. ღმერთი თქვენსკენ. გადაეცით ყველა მოქალაქეს, ქალაქის ცენტრს მოშორდნენ – არ გამოვიდნენ სახლებიდან და არ მიუახლოვდნენ ფანჯრებს. სეპარატისტებმა მიახლოებული სპეცრაზმის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, ყოველგვარი საუბრის გარეშე", - წერს ავაკოვი.

სლავიანსკში სეპარატისტებმა წუხელ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურის შენობები დაიკავეს.

სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაცია დღეს დილით დაიწყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა