"არ ვიცი, რამდენად აითვისებს ფართოტოტიან შარვალს ქართველი მომხმარებელი" - დიზაინერის რჩევები მოდის მოყვარულებს

"არ ვიცი, რამდენად აითვისებს ფართოტოტიან შარვალს ქართველი მომხმარებელი" - დიზაინერის რჩევები მოდის მოყვარულებს

დიზაინერ მაიკო ქურციკიძეს ბავშვობიდან უნდოდა, ამ პროფესიას დაუფლებოდა, მოდელირების ფაკულტეტზე ისწავლა და უკვე 10 წელია, ამ საქმეშია ჩართული. ძირითადად კომერციულ შეკვეთებზე მუშაობს და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი კარგი გემოვნებითა და პრეტენზიულობით გამოირჩევა.

- ტენდენციებზე საუბარს ფერებით დავიწყებ, წელს აქტუალურია ყვითელი, ლურჯი, მდოგვისფერი, ყავისფერი, ნარინჯისფერი, შავი და თეთრი, რომელიც კლასიკაა. ვინაიდან გაზაფხულია, უპირატესობა მაინც თამამ ფერებს ენიჭება. ფაქტურული თვალსაზრისით მოდურია კუბოკრული. თეთრისა და შავის, ან რამდენიმე ქსოვილის კომბინაცია, რაც ძალიან საინტერესოა და ხშირად ვიყენებ. ასევე - ტყავით და მეტალით გაფორმება, მაქმანები.

რაც შეეხება სილუეტს, ამ მხრივ 50-60-იანი წლები ახდენს გავლენას, გირჩევთ წელში გამოყვანილი, ან "ზბორიანი'', მუხლს ქვემოთ სიგრძის კაბების მორგებას, თუმცა ეს სიგრძე საკმაოდ პრეტენზიულია.

- შარვლის შერჩევისას რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ?

- მაღალსათავიანი და ჭრელი ან ფერადი შარვლები ძალიან აქტუალურია. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომწონს მაღალწელიანი შარვალი, რადგან საკმაოდ კარგ ტანს აჩენს, მით უმეტეს, თუ ადამიანს ცოტა დაბალი ფეხები აქვს, მის სხეულს უფრო ლამაზად წარმოაჩენს. რაც შეეხება შარვლის ტოტს, ფართოვდება, მაგრამ ქართველი მომხმარებელი იმდენად ვიწრო შარვალსაა მიჩვეული, როგორ გაითავისებს ამ სიახლეს, არ ვიცი. ალბათ, ცოტა გაგვიჭირდება.

- ზედატანის შემთხვევაში რა არის საგულისხმო?

- როდესაც ადამიანი ატარებს თავისუფალ ზედას, რაც ახლა საკმაოდ მოდურია, სასურველია, ქვედაბოლო იყოს მოხდენილი და ტანზე გამოყვანილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სილუეტი არ ჩანს ლამაზად.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება