ან­ჩო დო­ლი­ძე: "მა­ი­მუ­ნო­ბი­სა და ფლირ­ტა­ო­ბის დრო დამ­თავ­რ­და, უკ­ვე დი­დი გო­გო ვარ"

ან­ჩო დო­ლი­ძე: "მა­ი­მუ­ნო­ბი­სა და ფლირ­ტა­ო­ბის დრო დამ­თავ­რ­და, უკ­ვე დი­დი გო­გო ვარ"

ან­ჩო დო­ლი­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბით, სი­თა­მა­მი­თა და ვო­კა­ლით და­ა­მახ­სოვ­რა თა­ვი. მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, რომ მზად არის, პა­ტარ­ძ­ლის ამ­პ­ლუა მო­ირ­გოს, მაგ­რამ ჯერ ის ერ­თა­დერ­თი ვერ იპო­ვა, ვი­საც ბედს სი­ა­მოვ­ნე­ბით და­უ­კავ­ში­რებ­და. პრო­ექ­ტ­ში - "ა­ხა­ლი ხმა" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს ამ­ბობ­და, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რჩე­ულს და­შორ­და.

-  ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. თუმ­ცა, ახ­ლა თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დროს­თან ერ­თად, ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც შე­იც­ვალ­ნენ და ამ­ჟა­მად "ევ­რო­პუ­ლად" ვცხოვ­რობთ. ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ბე­ბია და ბა­ბუა მზრდიდ­ნენ და შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მა­ნე­ბივ­რებ­დ­ნენ, ხე­ლის გულ­ზე მა­ტა­რებ­დ­ნენ. თა­ნაც, მათ­თ­ვის პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი და ჩემ­ზე გიჟ­დე­ბოდ­ნენ. ორი­ვეს ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი. რო­ცა სრულ­წ­ლო­ვა­ნი გავ­ხ­დი, საცხოვ­რებ­ლად დე­დას­თან გა­და­ვე­დი. დე­და ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი მე­გო­ბა­რი და და­ქა­ლია. იმ­დე­ნად ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, რომ ხან­და­ხან მგო­ნია, მშო­ბელს კი არა, თა­ნა­ტოლს ვე­სა­უბ­რე­ბი. მყავს პა­ტა­რა და-ძმა. კი­დევ, გვყავს ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ძაღ­ლი - ბუ­ბუ. ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბი კე­თი­ლი და მშრო­მე­ლი ფუტ­კ­რე­ბი არი­ან.

-  შე­გიძ­ლია სა­კუ­თარ თავ­ზე გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რო?

-  ყო­ველ­თ­ვის ზედ­მე­ტად გუ­ლახ­დი­ლი ვარ. სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი არას­დ­როს მი­ჭირს. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო რო­გორც და­დე­ბით, ასე­ვე უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებ­ზეც, მაგ­რამ მა­ინც, კარ­გი თვი­სე­ბე­ბით და­ვიწყებ (ი­ცი­ნის): ძაღ­ლი­ვით ერ­თ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. რო­ცა მიყ­ვარს, იმ­დე­ნად "ვდე­ბილ­დე­ბი", რომ გო­ნე­ბა მე­კარ­გე­ბა და ხან­და­ხან სა­კუ­თა­რი თა­ვის მე­ში­ნია. ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი ვარ და ზუს­ტად ვი­ცი, თუ მო­ვინ­დო­მებ, ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბას შევ­ძ­ლებ. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა, ელექ­ტ­რი­კო­სიც გავ­ხ­დე. სხვა­თა შო­რის, სა­კუ­თა­რი ოთა­ხი თა­ვად გა­ვა­რე­მონ­ტე. ერ­თა­დერ­თი, რაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე, ეს ლა­მი­ნა­ტის და­გე­ბაა.

-  უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბის ჩა­მოთ­ვ­ლა არ და­გა­ვიწყ­დეს...

-  ამას რა და­მა­ვიწყებს: სა­შინ­ლად მძი­მე ხა­სი­ა­თი მაქვს. შე­იძ­ლე­ბა, 5 წუთ­ში ხა­სი­ა­თი ხუთ­ჯერ შე­მეც­ვა­ლოს. ვარ ძა­ლი­ან ზარ­მა­ცი. თუმ­ცა, რო­ცა რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა მინ­და, სი­ზარ­მა­ცეს დრო­ე­ბით ვემ­შ­ვი­დო­ბე­ბი.

-  მე­გობ­რე­ბი რა­ი­მე მეტ­სა­ხელს ხომ არ გე­ძა­ხი­ან?

-  (ი­ცი­ნის) მე­გობ­რე­ბი "გა­დამ­გ­დებს" მე­ძა­ხი­ან. რო­ცა სად­მე ერ­თად წას­ვ­ლას ვგეგ­მავთ, პი­რო­ბას ვდებ: მეც წა­მო­ვალ-მეთ­ქი, მაგ­რამ მე­რე აღარ მივ­დი­ვარ. ვერ გეტყ­ვით, ასე რა­ტომ ვიქ­ცე­ვი, ამის ახ­ს­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა სპონ­ტა­ნუ­რად მიყ­ვარს და ამი­ტო­მაც, წი­ნას­წარ არა­სო­დეს არა­ფერს ვგეგ­მავ.

-  რამ­დე­ნად პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ? ვის ან რის გა­მო შე­იძ­ლე­ბა, სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებს უღა­ლა­ტო?

-  პრინ­ცი­პუ­ლი ვარ-მეთ­ქი, ვერ ვიტყ­ვი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი და ეგო­ის­ტი ნამ­დ­ვი­ლად ვარ. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­მო შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი რამ დავ­თ­მო.

-  სი­ა­მა­ყის გრძნო­ბა რა დო­ზით არის შენ­ში?

-  სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ყი არ ვარ და ამი­ტო­მაც არის, რომ ყო­ველ­თ­ვის ვი­ჩაგ­რე­ბი. ად­რე ზედ­მე­ტად თავ­მ­და­ბა­ლიც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ნელ-ნე­ლა ჭკუა ვის­წავ­ლე.

-  სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა თუ გე­ხერ­ხე­ბა?

-  სახ­ლის და­ლა­გე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. თუმ­ცა, ზოგ­ჯერ არე­ულ ოთახ­ში ყოფ­ნაც მინ­დე­ბა. ასეთ დროს აბა, ვინ­მემ გა­ბე­დოს და ნივ­თე­ბი და­ა­ლა­გოს (ი­ცი­ნის)... სახ­ლის და­ლა­გე­ბა ჩე­მი უხა­სი­ა­თო­ბის წა­მა­ლია. რო­ცა რა­ღა­ცა­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ, სულ რა­ღა­ცას ვა­ლა­გებ.

-  სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა თუ იცი?

-  ვერ და­ვიტ­რა­ბა­ხებ, - გა­და­სა­რე­ვი მზა­რე­უ­ლი ვარ-მეთ­ქი. თუმ­ცა, მში­ე­რი არ მოვ­კ­ვ­დე­ბი. ჩა­ხოხ­ბილს და ასეთ რა­ღა­ცებს მარ­თ­ლა ვერ მო­ვამ­ზა­დებ.

-  რო­გორც მო­მა­ვალ პა­ტარ­ძალს, თუ წარ­მო­გიდ­გე­ნია, რო­გორ გა­არ­თ­მევ თავს სა­ოჯა­ხო საქ­მი­ა­ნო­ბას?

-  ეს არ გა­მი­ჭირ­დე­ბა. მე არ ვემ­ხ­რო­ბი იმ აზრს, რომ ქა­ლი მხო­ლოდ დი­ა­სახ­ლი­სი უნ­და იყოს. კარ­გია, რო­ცა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბიც იცი, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი უნ­და იყო.

-  მა­მა­კა­ცის პე­რან­გის და­უ­თო­ე­ბა თუ შე­გიძ­ლია?

-  უთო­ო­ბა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ასეთ რა­ღა­ცებს მხო­ლოდ "პა პრაზ­ნი­კამ" ვა­კე­თებ (ი­ცი­ნის).

-  რო­გო­რი მა­მა­კა­ცე­ბი მოგ­წონს?

-  ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ცო­ტა არ იყოს, რთუ­ლია. ისე­თი მა­მა­კა­ცე­ბი, რო­გო­რე­ბიც მე მომ­წონს, ჯერ არ შემ­ხ­ვედ­რია. პირ­ველ რიგ­ში, კა­ცი სიმ­პა­თი­უ­რი უნ­და იყო (ჩემ­თ­ვის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა), სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სია უნ­და ჰქონ­დეს; კი­დევ, თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ერ­თ­გუ­ლი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი უნ­და იყოს. ცნო­ბი­სათ­ვის, ლა­მა­ზი კი არა, შავ­გ­ვ­რე­მა­ნი და უხე­ში მამა­კა­ცე­ბი მომ­წონს. ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა­ში თუ არ ჩა­მით­ვ­ლით, გეტყ­ვით: ვფიქ­რობ, რომ არც ერ­თი მა­მა­კა­ცი არას­დ­როს მი­ღა­ლა­ტებს. ჰო, რაც მთა­ვა­რია, მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბა არ უნ­და და­მი­შა­ლოს.

-  კი­დევ, რა არ უნ­და და­გი­შა­ლოს?

-  რო­ცა ადა­მი­ა­ნი გულ­წ­რ­ფე­ლად გიყ­ვარს, იქ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად ლაგ­დე­ბა. ისიც გა­აზ­რე­ბუ­ლი მაქვს, რომ რო­ცა ოჯახს შევ­ქ­მ­ნი, კლუ­ბებ­ში სიმ­ღე­რა­სა და "ტუ­სოვ­კებ­ზე" სი­ა­რულს თა­ვი უნ­და და­ვა­ნე­ბო... საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ვერ ვა­პა­ტი­ებ ღა­ლატს, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა­სა და უნ­დობ­ლო­ბას.

-  შე­ნი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე აუცი­ლებ­ლად ფუ­ლი­ა­ნი უნ­და იყოს?

-  ბევრ ფულ­ზე, ვი­ლებ­სა და სიმ­დიდ­რე­ზე არ ვოც­ნე­ბობ. არ ვამ­ბობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დია. პი­რი­ქით, კარ­გია, რო­ცა მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ხარ და ცხოვ­რე­ბას კომ­ფორ­ტ­ში ატა­რებ, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის ისიც საკ­მა­რი­სია, რომ მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­მა ელე­მენ­ტა­რუ­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი და­მიკ­მა­ყო­ფი­ლოს. მჯე­რა, თუ ქმარს სიმ­ყუდ­რო­ვეს, სიმ­შ­ვი­დე­სა და კომ­ფორტს შე­უქ­მ­ნი, ის შენ­გან არა­სო­დეს წა­ვა. თა­ნაც, მარ­ტო ქმრის ქო­ნე­ბის იმე­დად არ უნ­და იყო, შენც უნ­და გქონ­დეს რა­ღაც ღი­რე­ბუ­ლი.

-  არ­სე­ბობს მან­დი­ლოს­ნე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია, რომ­ლე­ბიც სიყ­ვა­რულს ზღაპ­რულ ცხოვ­რე­ბა­ზე ცვლი­ან...

-  (მაწყ­ვე­ტი­ნებს) მი­მაჩ­ნია, რომ სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე ამ­ქ­ვეყ­ნად არა­ფერს აქვს აზ­რი. ფუ­ლი კარ­გია, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე ვერ "ქა­ჩავს".

-  ერ­თი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბის თუ გჯე­რა?

-  არა, ასე­თი რა­მის არ მჯე­რა. ადა­მი­ა­ნი ერ­თი ნახ­ვით შე­იძ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ მო­გე­წო­ნოს ან მის მი­მართ ლტოლ­ვა გა­გიჩ­ნ­დეს... ად­რე მეც მე­გო­ნა, რომ ერ­თი ადა­მი­ა­ნი მიყ­ვარ­და, მაგ­რამ რო­ცა კარ­გად გა­ვი­ცა­ნი, იმე­დი გა­მიც­რუვ­და.

-  მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი თუ გყო­ლია?

-  მქო­ნია შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ადა­მი­ანს ვერ გა­ვა­გე­ბი­ნე, რომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უბ­რა­ლოდ, არ მინ­დო­და. მე­რე მე­გობ­რებ­მა მირ­ჩი­ეს: სჯობს, შენს თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მელს მწა­რე სი­მარ­თ­ლე უთხ­რა, ვიდ­რე მო­ატყუო და ამით შენც და­ი­ტან­ჯოო. ბო­ლო დროს ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს პირ­და­პირ, ყო­ველ­გ­ვა­რი მი­კიბ-მო­კიბ­ვის გა­რე­შე ვე­უბ­ნე­ბი და სხვა­თა შო­რის, ამან გა­ა­მარ­თ­ლა.

-  რას ვერ აპა­ტი­ებ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს?

-  აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლაფ­რის პა­ტი­ე­ბა შე­მიძ­ლია, გარ­და ღა­ლა­ტი­სა. ღა­ლა­ტი ჩემ­თ­ვის მარ­ტო ვი­ღა­ცას­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ არის, ღა­ლა­ტია ისიც, რო­ცა და­ი­ნა­ხავ, რომ შე­ნი რჩე­უ­ლი სხვას ეფ­ლირ­ტა­ვე­ბა.

-  მო­მა­ვალ­ში რო­გორ ქორ­წი­ლი გინ­და, რომ გქონ­დეს? შენს სა­ქორ­წი­ლო კა­ბა­ზე ბავ­შ­ვო­ბა­ში მა­ინც თუ გი­ოც­ნე­ბია?

-  ასეთ რა­ღა­ცებ­ზე ხში­რად ვფიქ­რობ. ბავ­შ­ვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ თეთ­რი, ფუშ­ფუ­შა კა­ბის ჩაც­მა­ზე. ძა­ლი­ან მინ­და გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი მქონ­დეს, სა­დაც ყვე­ლა ჩე­მი მე­გო­ბა­რი, ნა­თე­სა­ვი და კი­დევ, ნა­თე­სა­ვის ნა­თე­სა­ვე­ბიც იქ­ნე­ბი­ან... რო­ცა კარ­გად გა­ვერ­თო­ბით, მე­რე მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვი­სე­ირ­ნებ იახ­ტით. შემ­დეგ იახ­ტას­თან უნ­და და­ეშ­ვას ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნი, რო­მელ­ზეც კი­ბით მხო­ლოდ მე და ჩე­მი მე­უღ­ლე ავალთ და იქი­დან გად­მო­ვაგ­დებ სა­ქორ­წი­ლო თა­ი­გულს. მე­რე კი ამა­ვე ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნით სა­ქორ­წი­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში, რო­მე­ლი­მე ევ­რო­პულ ქა­ლაქ­ში წა­ვალთ (ი­ღი­მის)...

-  ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლია და ფან­ტა­ზი­ის უნა­რიც გქო­ნია, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა, მზი­თე­ვი თუ გაქვს?

-  რო­გორ არა, ამა­ზე ბე­ბი­ამ იზ­რუ­ნა და ახ­ლა­ხან მო­მი­ტა­ნა კი­დეც, - რომ გათხოვ­დე­ბი, ეს ნივ­თე­ბი წა­ი­ღეო.

-  რო­გორ ფიქ­რობ, მე­უღ­ლის მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას შეძ­ლებ?

-  ოოო... აქ უკ­ვე ცუ­დად მაქვს საქ­მე. რო­გო­რი კარ­გი მშობ­ლე­ბიც უნ­და ჰყავ­დეს ჩემს მე­უღ­ლეს, მათ­თან ერ­თად ვერ ვიცხოვ­რებ. თუ მე­უღ­ლე მთხოვს და სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, რომ დრო­ე­ბით მის მშობ­ლებ­თან ვი­ყოთ, კი­დევ შე­იძ­ლე­ბა გავ­რის­კო, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლის­თ­ვის სხვებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლი იქ­ნე­ბა.

-  დე­დამ­თილს "დე­დას" და­უ­ძა­ხებ?

-  არა, ამას ნამ­დ­ვი­ლად ვერ შევ­ძ­ლებ! დე­და ერ­თი მყავს ამ­ქ­ვეყ­ნად. იმე­დია, ჩემს მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს არ ექ­ნე­ბა იმის სურ­ვი­ლი, რომ დე­და­მისს "დე­და" და­ვუ­ძა­ხო... სა­მა­გი­ე­როდ, ნიშ­ნო­ბის ბე­ჭედს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­ტა­რებ. ძა­ლი­ან მომ­წონს ბა­ჯაღ­ლოს "კა­ლი­ცო".

-  ოჯა­ხი ან კა­რი­ე­რა - ასე­თი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე რომ და­გა­ყე­ნოს, რას იზამ?

-  ოჯახს ავირ­ჩევ. ოჯა­ხი მა­რა­დი­უ­ლია, კა­რი­ე­რა - წარ­მა­ვა­ლი.

-  რო­გორც ვხვდე­ბი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ხარ...

-  თა­ვი­სუ­ფა­ლი ვიქ­ნე­ბი მა­ნამ, ვიდ­რე იმ ერ­თა­დერთს არ ვი­პო­ვი, ვის­თან ერ­თა­დაც ოჯა­ხის შექ­მ­ნა მო­მინ­დე­ბა. მა­ი­მუ­ნო­ბი­სა და ფლირ­ტა­ო­ბის დრო დამ­თავ­რ­და, უკ­ვე დი­დი გო­გო ვარ (ი­ღი­მის).

-  შენს ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ­ზე რას გვეტყ­ვი?

-  ლე­ვან­ზე მე­კითხე­ბი?

-  დი­ახ.

-  მე და ლე­ვა­ნი უბ­რა­ლოდ, ვმე­გობ­რობთ.

-  შე­რი­გე­ბას ხომ არ გთხოვს?

-  არა.

სო­ფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება