ვიქტორ იანუკოვიჩი - უკრაინამ ცალი ფეხი სამოქალაქო ომში შედგა

ვიქტორ იანუკოვიჩი - უკრაინამ ცალი ფეხი სამოქალაქო ომში შედგა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინელ სამხედროებს მოუწოდებს, "ტურჩინოვის უკანონო ბრძანება" არ შეასრულონ. ამის შესახებ იანუკოვიჩმა როსტოვიდან გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა.

"უკრაინამ ცალი ფეხი შედგა სამოქალაქო ომში. ამისთვის ახალი ხელისუფლების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება", - განაცხადა იანუკოვიჩმა.

მისივე მტკიცებით, ძალისმიერი ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილება კიევმა მიიღო მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ტურჩინოვი აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსს ჯონ ბრენანს შეხვდა.

უკრაინის უშიშროების საბჭოში კი, უარყვეს ინფორმაცია ბრენანის რაიმე გავლენის შესახებ კიევის გადაწყვეტილებაზე.

კიევმა ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა