რასმუსენი - რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტი ნაკუწებად იქცა

რასმუსენი - რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტი ნაკუწებად იქცა

რუსული პროპაგანდა წარმოადგენს შირმას, რომლის მიღმაც რუსეთი ცდილობს, თავისი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები დაფაროს. "უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, ამასთან დაკავშირებით ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი განცხადებას ავრცელებს.

"რუსეთის პროპაგანდა ნატოსა და დასავლეთის წინააღმდეგ სხვა არაფერია, თუ არა კვამლის ფარდა საკუთარი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების დასაფარად", - აღნიშნა რასმუსენმა.

მისი თქმით, რუსეთი იზოლირებულია მთელი მსოფლიოსგან, ხოლო მისი საერთაშორისო ავტორიტეტი ნაკუწებად იქცა. "ახლა რუსეთი არჩევნის წინაშე დგას: შეწყვიტოს სხვების დადანაშაულება თავის ქმედებებში, გაიყვანოს თავისი ჯარები, გადადგას ნაბიჯი უკან თავისი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით და დაიწყოს დაკარგული ნდობის აღდგენა", - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი გაიღრმავებს საერთაშორისო იზოლაციას. "ეს არავის ინტერესს არ შეესაბამება და ჩვენ სამყაროს გაცილებით უფრო საშიშსა და არაპროგნოზირებადს გახდის", - აღნიშნა რასმუსენმა.

მომზადებულია pravda.com.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა