სერგეი ლავროვი - უკრაინაში ჩვენი აგენტები არ იმყოფებიან

სერგეი ლავროვი - უკრაინაში ჩვენი აგენტები არ იმყოფებიან

რუსეთი არ ერევა უკრაინის შიდა საქმეებში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ არ ვერევით უკრაინის შიდა საქმეებში. ეს ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება. უკრაინაში არ იმყოფებიან ჩვენი აგენტები", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით სპეცსამსახურების გაგზავნაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი დეშიცამ დაადანაშაულეს.

მისივე თქმით, რუსეთი-უკრაინა-აშშ-ევროკავშირის შეხვედრის წინ, უკრაინის ხელისუფლებას სკანდალის მოწყობა უნდა და კვაზიფაქტებს ავრცელებს.

უკრაინის კრიზისის დარეგულირების შესახებ ოთმხრივი ფორმატის მოლაპარაკებები ჟენევაში, 17 აპრილს გაიმართება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა