გორლოვკაში პრორუსმა აქტივისტებმა მილიციის განყოფილება შტურმით აიღეს

 გორლოვკაში პრორუსმა აქტივისტებმა მილიციის განყოფილება შტურმით აიღეს

დონეცკის ოლქის ქალაქ გორლოვკაში რადიკალურად განწყობილმა პრორუსმა აქტივისტებმა ადგილობრივი მილიციის განყოფილება შტურმით აიღეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

liga.net-ის ცნობით, ხელჯოხებით შეიარაღებულმა ახალგაზრდებმა მილიციის განყოფილების შენობას ხმოვანმანათობელი ყუმბარები დაუშინეს, შენობის შუშები ჩალეწეს და შიგნით შეიჭრნენ. პრორუსი აქტივისტები მილიციის უფროსის გადადგომას მოითხოვენ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრე ტურჩინოვის მიერ უკრაინაში პრორუსი აქტივისტებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა რამდენიმე საათის წინ ამოიწურა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა