უკრაინის უშიშროების სამსახური სკანდალურ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

უკრაინის უშიშროების სამსახური სკანდალურ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

უკრაინის უშიშროების სამსახური აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც ადასტურებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია რუსეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო სამსახურის სადაზვერვო-დივერსიული ძალების დაჯგუფებების მონაწილეობით. ამის შესახებ "ლიგა.ნეტ" იუწყება.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ჯგუფები იყენებენ მძიმე შეიარაღებას, იკავებენ სამართალდამცველი ორგანოების და თვითმმართველობისა და და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების შენობებს.

"ამ დივერსიული ჯგუფების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დატერორება, ოთხმხრივი მოლაპარაკებების ჩაშლა და უკრაინელი სამართალდამცველების განადგურება", – ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

ამ დროისთვის, უშიშროების სამსახური ახორციელებს აღნიშნული ჯგუფების დანაშაულებრივი საქმიანობის დოკუმენტირებას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა