დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის შენობიდან უკრაინის გერბი ჩამოხსნეს

 დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის შენობიდან უკრაინის გერბი ჩამოხსნეს

დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის შენობიდან პრორუსმა აქტივისტებმა უკრაინის გერბი ჩამოხსნეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის შენობაზე სამი ნიღბიანი მამაკაცი ავიდა, რომელთაც შენობიდან უკრაინის გერბი ჩამოხსნეს.

ამასთან, პრორუს აქტივისტებს დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის შენობა 6 აპრილიდან აქვთ დაკავებული.

რამდენიმე საათის წინ უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ტურჩინოვის გადაწყვეტილებით, დონეცკის ოლქში ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა