ვინ არის ქართველი სტილისტი, რომელიც რუსი სელებრითების იმიჯს ქმნის

ვინ არის ქართველი სტილისტი, რომელიც რუსი სელებრითების იმიჯს ქმნის

მარინა დოლიძე მოსკოვის კიდევ ერთი ცნობილი სახეა, გემოვნებითა და სტილის შეგრძნებით გამორჩეული, რომელსაც ამ სფეროში საკმაო გამოცდილება დაუგროვდა.

ლონდონში St. Martins-ის კოლეჯში მიიღო განათლება და კარგა ხანს მუშაობდა ცნობილ სტილისტ კირა პლასტინინასთან და მისი ცალკე ხაზის, LUBLU Kira Plastinina-ს ხელმძღ-ვანელიც გახდა.

ასევე უმუშავია მოდური გამოცემების ფეშენექსპერტად, მონაწილეობდა მიუზიკლ ''მეტროს'' მოსამზადებელ პერიოდში. მერე კი საკუთარი მოდური სააგენტო დააარსა - Fashion IQ. მისი სააგენტო დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსკოვის მოდურ ქალბატონებს შორის: სააგენტოს სტილისტები მუშაობენ ქსენია სობჩაკის, ნადეჟდა მიხალკოვას და სხვა ცნობილი სახეების იმიჯისა და სტილის შექმნაზე. ყველას, ვისაც სურს, გემოვნებიანად და მოდურად ითვლებოდეს, შეუძლია, თავისი სტილისტი ჰყავდეს, რაშიც მარინა დოლიძე ეხმარება.

თვით მარინას სამოსი ყოველთვის განიხილება მოდურ საზოგადოებაში. ყველა ღონისძიებაზე გამოირჩევა ჩაცმის სტილით და მერე ამაზე ხშირად მსჯელობენ. მას მოსკოველ ალექსა ჩანგსაც უწოდებენდა მის მორიგ თამამ სამოსს ხშირად მოჰყვება ხოლმე წამოძახილი: ''დოლიძე გაგიჟდა!'' მის გარდერობში ყველაზე საყვარელი ბაფთიანი კაბაა, რომელიც თავისი ქალიშვილის ესკიზის მიხედვით შეიკერა და სამი ათასი დოლარი დაჯდა. მარინა გათხოვილია - ორი ქალიშვილი ჰყავს, 8 წლის ლიზა და 1 წლის სოფია.

- როდის დაიწყო თქვენი მოდით გატაცება?

- ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან. მართალია, ლონდონში თავდაპირველად ეკონომიკის სკოლაში ჩავაბარე, მაგრამ ნახევარ წელიწადში მივხვდი, რომ საჩემო არ იყო და ფეშენსკოლაში გადავედი. იქ მივხვდი, რომ მიყვარს მოდა, ქალის სილამაზე, მომწონს ადამიანების გამოწყობა, სამოსის მოფიქრება.

- რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი საქმიანობის წამოწყება და კონკრეტულად Fashion IQ -ს გახსნა?

- ლოს-ანჯელესში არის მსგავსი სააგენტოები - იქ ეს ძალიან გავრცელებული მოვლენაა: სტილისტები ბევრს მუშაობენ და ბევრს შოულობენ, მათზე დიდი მოთხოვნაა. ვიფიქრე, რომ ეს არ არის ცუდი პროფესია, მით უმეტეს, ქალისთვის, რომელსაც მოდა უყვარს.

- გარდა იმისა, რომ ცნობილ ადამიანებს სტილის შექმნაში ეხმარებით, კიდევ რა მომსახურებაა პოპულარული თქვენთან?

- მაგალითად, კარადის დალაგება. ხშირად ხდება, რომ ...

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება