უკრაინამ რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელთა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა

უკრაინამ რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელთა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელთა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Unian-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში მყოფი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) დივერსიული ჯგუფის ხელმძღვანელი განკარგულებას აძლევს ხელქვეითებს და მათგან სამხედრო ნაწილის დაბლოკვას, ასევე უკრაინელი სამხედროების რუსეთის მხარეზე გადმოსვლას ითხოვს. უარის შემთხვევაში კი, ხელქვეითებს ცეცხლის გახნის ნებართვას აძლევს.

ამასთან, უკრაინის უშიშროების სამსახურმა ასევე გამოაქვეყნა დონეცკის თვითგამოცხადებული გუბერნატორის პაველ გუბარევის მეუღლისა და რუსეთის მთავარი სადაზვერო სამმართველოს თანაშრომელს შორის გამართული სატელეფონო საუბარის ფარული ჩანაწერი.

ჩანაწერის მიხედვით, გუბერნატორის მეუღლე ГРУ-ს თანამშრომელს სთხოვს, შეიმუშავოს და ადგილობრივ მოსახლეობას გადასცეს მილიციის შენობის დაკავების ინსტრუქცია. თავის მხრივ კი, სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი აღნიშნავს, რომ მილიციის შენობის დაკავებას უშუალოდ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცსამსახური ხელმძღვანელობს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა