ჭაჭა, "ბორჯომი" და ჯოზეფ ქეი უცხოურ ფილმებში - ჰოლივუდის მსახიობები ქართულ ბრენდებს აპიარებენ

ჭაჭა, "ბორჯომი" და ჯოზეფ ქეი უცხოურ ფილმებში - ჰოლივუდის მსახიობები ქართულ ბრენდებს აპიარებენ

ფრანგი რეჟისორის, ჟილ ბურდოს მიერ 2008 წელს გადაღებული ფილმის "სიკვდილის მძევალი" ერთ-ერთ კადრში ქართული არაყის ირიბი რეკლამა მოხვდა. რუსული წარმოშობის პერსონაჟი მეგობარს, ნიუ-იორკელ გავლენიან ადვოკატს წვეულებაზე ქართულ არაყს სთავაზობს და ეკითხება, გაუსინჯავს თუ არა ის ოდესმე.

გარგა ამისა, ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, უცნაური ექიმი ჯოზეფ ქეია, რომელმაც ნებისმიერი ადამიანის სიკვდილის თარიღი იცის. მას ჯონ მალკოვიჩი განასახიერებს. უცნობია, აქვს თუ არა რაიმე კავშირი ამ დამთხვევას სკანდალურ ბიზნესმენ ჯოზეფ ქეისთან, რომლის სახელიც ტელეკომპანია "იმედის" საქმეს უკავშირდება.

სურათში მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები, ლილი ევანჯელინი, რომენ დიური და ჯონ მალკოვიჩი ასრულებენ.

"სიკვდილის მძევალი" პოპულარული ფრანგი მწერლის, გიომ მუსოს რომანის ეკრანიზაციაა. მისი ბიუჯეტი $15 400 000 შეადგენს.

ფილმის პრემიერა 2008-2011 წლეში ბელგიაში, კანადაში, საფრანგეთში, იაპონიაში, რუსეთში, პოლონეთში, შვედეთში, ბრაზილიასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გაიმართა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰოლივუდის მსახიობების მონაწილეობით გადაღებულ ფილმებში ქართული ბრენდების რეკლამა ჩანს.

2003 წელს გადაღებულ ფილმში "საზღვრებს მიღმა", რომელშიც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს "ბორჯომის" რეკლამას შეხვდებით. ჯოლის გმირი ჩეჩნეთში ჩადის და სწორედ ჩეჩნეთის კადრებში ჩანს ქართული მინერალური წყალი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება