მარიუპოლში სპეცოპერაციის შედეგად, სამი რუსი სეპარატისტი მოკლეს

მარიუპოლში სპეცოპერაციის შედეგად, სამი რუსი სეპარატისტი მოკლეს

დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში სპეცოპერაციის შედეგად, სამი რუსი სეპარატისტია მოკლული. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"წუხელ გვიან ღამით, მარიუპოლში ეროვნული გვარდიის სამხედრო ნაწილზე თავდასხმის საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფმა თავდამსხმელთა წინააღმდეგ სპეცოპერაცია განახორციელა. სპეცოპერაციის შედეგად 3 რუსი სეპარატისტი იქნა მოკლული, 13 - დაიჭრა, 68 - დაკავებულია", - დაწერა არსენ ავაკოვმა "ფეისბუქზე".

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, მარიუპოლის ეროვნული გვარდიის სამხედრო ნაწილში უკრაინელი ძალოვანების სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა