"კრემლს 21 აპრილისთვის დაგეგმილი აქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის დამოუკიდებლობის აღიარება"

"კრემლს 21 აპრილისთვის დაგეგმილი აქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის დამოუკიდებლობის აღიარება"

კრემლს 21 აპრილისთვის დაგეგმილი აქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის დამოუკიდებლობის აღიარება, - ამის შესახებ ბუნდესტაგის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა გეორგ ველმანმა გერმაულ ჟურნალ "ფოკუსთან" საუბრისას განაცხადა.

"კრემლში აქვთ გეგმები, რომლის თანახმად, უკვე 21 აპრილს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ, რის შემდეგაც ახალ სახელმწიფოს რუსეთი აღიარებს", - აღნიშნა გერმანელმა პოლიტიკოსმა.

მისივე თქმით, რუსეთში დარწმუნებული არიან ამ პროცესის შეუქცევადობაში. ამასთან, გეორგ ველმანის განცხადებით, დასავლეთში არ იციან, როგორ უპასუხონ უკრაინაში არსებულ სეპარატიზმს.

"არავინ იცის, შემოიფარგლება თუ არა რუსეთი დონეცკით, დაესხმება თუ არა თავს კიევსა და ლვოვს. ნატო-მ გასაგებად თქვა, რომ ჩვენ არ ვიომებთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რუსები ისეთი სულელები არიან, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს დაემუქრონ. ისინი არ შეიჭრებიან ბალტიის ტერიტორიებზე", - აღნიშნა ველმანმა.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა