''სისულელეა იმის თქმა, რომ მამაკაცს უფრო ხშირად უნდა სექსი, ვიდრე ქალს''

''სისულელეა იმის თქმა, რომ მამაკაცს უფრო ხშირად უნდა სექსი, ვიდრე ქალს''

მსახიობი ნინო მუმლაძე ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მეოჯახე დათოს საყვარლის როლს თამაშობს. იქაც არღვევს სტერეოტიპებს და რეალურ ცხოვრებაშიც თავისუფლად უყურებს ისეთ თემებს, რაც პირად ცხოვრებას და არა მარტო ამ საკითხს ეხება...

- საერთოდ მივიჩნევ, რომ ადამიანს სტერეოტიპი აბრკოლებს და ხელს უშლის განვითარებაში. როცა ერთი ადამიანია სტერეოტიპების გავლენის ქვეშ, ეს მისი პირადი ტრაგედიაა, მაგრამ როცა მთელი ერი ამასაა აყოლილი, ეს უკვე სერიოზული პრობლემა და ეროვნული ტრაგედიაა. ტრადიცია კი ისეთი რამაა, თუ სწორად გამოიყენებ, შეიძლება, ყოველდღიურობა გაილამაზო, თორემ თუ შენს განვითარებას ბებიის ტრადიციად ქცეული ქმე-დების გამეორების გამო ხელს უშლი, ეს უბრალოდ უგუნურებაა. თუ ტრადიცია დღევანდელობას აღარ ეხმიანება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის დაჟინებით მხოლოდ იმიტომ უნდა შევასრულოთ, რომ წარსულში ამას ჩვენი წინაპარი აკეთებდა. მთავარია, ორიენტირებულები ვიყოთ განვითარებაზე და არა ტრადიციების ზედმიწევნით შესრულებაზე. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მეც მაქვს ოჯახში გარკვეული სასიამოვნო ტრადიციები, მაგალითად, ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრები ერთმანეთს ვასაჩუქრებთ, ეს დადებით განწყობას უფრო გვიმაღლებს.

ჩვენს ინტერვიუს 9 აპრილს ვწერთ. ამ დღეს ადამიანები შეეწირნენ ქვეყნის თავისუფლებას, მაგრამ ქვეყანა თავისუფალი ვერ იქნება, სანამ ინდივიდები ვერ ან არ იქნებიან თავისუფალნი. თავისუფლება ანარქიას კი არ ნიშნავს, არამედ სრულ დამოუკიდებლობას. რეალურად, დამოუკიდებლობას ვერც ერთი ადამიანი ვერ ვაღწევთ, რადგან ყველა ერთმანეთს ვუყურებთ, ყველა ფიქრობს იმაზე, რას იტყვის მეზობელი, ახლობელი და ა.შ. საბოლოოდ კი ერთმანეთის შეხედულებებს ეწირება ჩვენი პირადი თავისუფლება. ხშირად ითმენენ ქმრისგან შეურაცხყოფას მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმემ არ თქვას, ქმარს გაშორებულიაო.

- ალბათ გსმენია ბავშვისთვის ''მამის შენარჩუნების'' საკითხიც, რის გამოც ხშირად ქალები არ ანგრევენ ოჯახს.

- თუ ქალი მხოლოდ იმიტომ იტანს შეურაცხყოფას, რომ შვილებს მამა სჭირდებათ, ის ან უთავმოყვარეოა, ან არ აქვს საკუთარი თავის იმედი, რომ დამოუკიდებლად შეძლებს ცხოვრებას და ეს მხოლოდ გასამართლებელი საბუთია. ბავშვი ოჯახში უნდა ხედავდეს სიყვარულს, თუკი ამის ნაცვლად უყურებს სკანდალებს და ისმენს, როგორ აყენებს მამა შეურაცხყოფას დედას, უფრო დაუზიანდება ფსიქიკა, ვიდრე ცივილიზებულად დაშორებული მშობლების შემთხვევაში.

- როგორ ფიქრობ, დღეს ქალი კიდევ არის სუსტი სქესის წარმომადგენელი?

- თუ გლობალურად შევხედავთ, მაშინ - არა. საქართველოში ხშირია შემთხვევა, როცა ქალი მამაკაცზე ბევრად მაღალ ანაზღაურებას იღებს, ამასთანავე უვლის ოჯახს, შვილებს, მაშინ, როცა კაცი ძირითადად კარიერაზეა ორიენტირებული. ვინ არის უფრო ძლიერი, თავად გადაწყვიტეთ. მართალია, ფიზიოლოგიურ დონეზე დამტკიცებულია, რომ ქალი უფრო მეტ რაღაცას უძლებს და იტანს, ვიდრე მამაკაცი, მაგრამ ქალის ხიბლი მაინც ისაა, რომ სუსტია. შეიძლება, ხანდახან განგებ ისუსტებს თავს, რადგან მამაკაცის მხარდაჭერა სჭირდება.

- შეხედულება კაცისა და ქალის ღალატის შესახებ ხშირად განსხვავებულია, ანუ კაცის ღალატი შეიძლება გამართლდეს, ქალის – არა…...

- ეს სტერეოტიპი საიდან მოდის, ნამდვილად არ ვიცი. რელიგიური კუთხითაც რომ შევხედოთ, ორივეს მხრიდან დიდ ცოდვად ითვლება. გარდა ამისა, სისულელეა იმის თქმა, რომ მამაკაცს უფრო ხშირად უნდა სექსი, ვიდრე ქალს, ეს ძალიან ინდივიდუალური თემაა და საერთოდ არ ვეთანხმები, რომ მამაკაცი უნდა იყოს პოლიგამიური არსება და ქალი – მონოგამიური. ეს ყველაფერი შეგნებიდან და მეორე ნახევრის პატივისცემიდან მოდის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება