დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში, ბოლო ათი დღის განმავლობაში, ცეცხლსასროლი იარაღით 12 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
Unian-ის ცნობით, ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულთაგან ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა, შვიდი კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, გუშინ სლავიანსკში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ თვითმფრინავს AH-30-ს, თუმცა, თვითმფრინავის ეკიპაჟმა კიევში დაჯდომა შესძლო.