უკრაინის ძალოვანმა სტრუქტურებმა დონეცკის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაცია განაახლეს. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ვიტალი იარემამ ჟურნალისტებს განუცხადა.
"სპეცოპერაციის აქტიური ფაზა გაგრძელდა", - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ ანტიტერორისტული ოპერაციები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით იყო შეჩერებული.
ამასთან, ვიტალი იარემას განცხადებით, სლავიანსკსა და კრამატორსკში ბანდფორმირებების გასანადგურებლად ღონისძიებები გატარდება.
ამასთან, გასულ კვირას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ანტიტერორისტულ ოპერაციას ჟენევის მოლაპარაკებების შესაბამისად წყვეტს.