სწავლების დროს სანიმუშო უპილოტო თავდაცვის მინისტრის თვალწინ ჩამოვარდა

სწავლების დროს სანიმუშო უპილოტო თავდაცვის მინისტრის თვალწინ ჩამოვარდა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მდებარე სამხედრო ფლოტის ბაზაზე ჩატარებული საჩვენებელი სწავლებები, რომლებსაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გუიარ ბრანკო ესწრებოდა, ფიასკოთი დასრულდა.

სადემონსტრაციო ჩვენების ერთ-ერთ კომპონენტს, სამამულო წარმოების ახალი უპილოტო საფრენი აპარატის, AR4 Light Ray-ის გაშვება წარმოადგენდა. სტარტის წინ, ბრანკომ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "ფლოტის ინტერესებში, მოცემული უპილოტო ძალზე ეფექტური იქნება".

თუმცა გაშვების შემდეგ, ჰაერში აფრენის სანაცვლოდ, უპილოტო იქვე ნავმისადგომთან წყალში ჩავარდა და ჩაიძირა. ყოველივე ეს ვიდეოზე იყო აღბეჭდილი. YouTube-ზე მოხვედრილი ვიდეორგოლი რამდენიმე საათში ნახევარმა მილიონმა ადამიანმა იხილა.

კურიოზული სიტუაციიდან გამოსასვლელად და ამავდროულად საკუთარი იმიჯის გამოსასწორებლად, მინისტრმა ბრანკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალში მსგავსი არასასიამოვნო ინცინდენტების აღმოსაფხვრელად, ვარჯიშებს და ტრენინგებს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

ამის შემდეგ სამხედროებმა სათადარიგო უპილოტო გამოიტანეს, რომელმაც ჰაერში უპრობლემოდ იფრინა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე