''ჩემი ქმარი თბილისელი წინაპრების მეშვიდე თაობაა''

''ჩემი ქმარი თბილისელი წინაპრების მეშვიდე თაობაა''

ხატია სიჭინავა ჟურნალისტებისთვის ყოველთვის ღია და გახსნილი რესპონდენტია, არ მალავს საკუთარი პირადი ცხოვრების დეტალებს და სოციალურ ქსელებში თამამი სელფშოტებითაც გამოირჩევა. შეგახსენებთ, რომ ხატია სპორტსმენ რამაზ ნოზაძის მეუღლეა, რომელთანაც ორი გოგონა ჰყავს, მესამე შვილს კი წყვილი აგვისტოში ელოდება. ხატიას ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესუაბრეთ.

- ძალიან არ მიყვარს და მაღიზიანებს ქართული სადღეგრძელოები. თუ სუფრას მართლა საოცარი თამადა არ უძღვება და საინტერესო რაღაცებს არ ლაპარაკობს, ძალიან მოსაბეზრებელი ხდება.

- რაც შეეხება ქალის როლს ოჯახურ ცხოვრებაში?

- არა მარტო საქართველოში, ყველგან, ოჯახურ გარემოში ქალი არის კისერი, რომელიც ოჯახის თავს საჭირო მიმართულებით ატრიალებს. ქალი მამაკაცს უნდა მოერგოს, შეუწყოს ხასიათი და საბოლოო ჯამში ოჯახის მართვის სადავეებს მაინც ის აიღებს. რეალურად, ოჯახური ცხოვრებისას, აქ არ ვგულისხმობ უვარგის ცოლ-ქმარს, ხშირ შემთხვევაში კონფლი-ქტი მაინც ქალისგან მოდის. მან უნდა იცოდეს, როდის გამოხატოს ქმართან აგრესია, როდის გამოთქვას საკუთარი აზრი და ზოგადად, ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალი ვიღაცაზე ნაკლებია, უბრალოდ, ჭკვიანურად უნდა გათვალო, როგორ მოერგო სიტუაციას, რაც ბევრი უაზრო კინკლაობის აცილებაში დაგეხმარება.

ოჯახის მართვასაც ნიჭი უნდა. პატარა ასაკში შექმნილი ოჯახი მარტივად იმიტომ ინგრევა, რომ წყვილი იმ დროს გადართულია გართობაზე, ვერ უღებენ ალღოს ერთად ცხოვრებას, ვერ ხვდებიან, როგორ ასიამოვნონ ქმარს. მე კი ისეთ ასაკში შევქმენი ოჯახი, რომ ყველაფერი გაცნობიერებული მქონდა. დღეს ზუსტად ვიცი, ჩემს ქმარს როდის რა სწყინს, როდის უნდა გამოვხატო ჩემი აზრი, როდის გავჩუმდე, როდის შევეპასუხო, როდის როგორ ვასიამოვნო, ამიტომ მაქვს კარგი ოჯახი.

დაქორწინების შემდეგ გოგონები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოდუნდნენ, ხშირია შემთხვევა, როცა თხოვდებიან, ჰგონიათ, დასრულდა ყველაფერი და თავსაც აღარ უვლიან, სიახლეებსაც აღარ სთავაზობენ საყვარელ ადამიანს, რაც დიდი შეცდომაა. ოჯახში ყველაზე დიდი ''ბრძოლა'' იწყება ჯვრისწერის მერე, როცა შენი ქმრისთვის უნდა იყო მეგობარი, ცოლი, საყვარელი, დიასახლისი... ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ქმარი შენით იმდენად კმაყოფილი დარჩეს, სხვისკენ არც თვალმა და არც გულმა არ გაუწიოს.

- როგორ ფიქრობ, მნიშვნელოვანია წყვილის თანაცხოვრება ოჯახის შექმნამდე?

- კი, რადგან სექსუალური ცხოვრება ბევრ რამეს ცვლის ურთიერთობებში. ეს კი არა, ერთ ჭერქვეშ ცხოვრების დროსაც კი შეიძლება, ისეთი რამ აღმოაჩინო შენ გვერდით მყოფ ადამიანში და ისე გაღიზიანდე, რომ ერთი თვის შექმნილი ოჯახი დაანგრიო. ასე რომ, ვფიქრობ, ოჯახის შექმნამდე თანაცხოვრება სავსებით გამართლებულია.

- თუმცა, ეს რელიგიურად გაუმართლებელია...

- კი, ასეა და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, თუმცა რელიგია იმას არ ამბობს, თანაცხოვრების შემდეგ წყვილს ჯვარს არ დავწერთო.

სხვათა შორის, ქართველ მამაკაცში დღემდეა ჩარჩენილი ცოლად ქალიშვილის მოყვანის სურვილი, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც იქამდე მივდივართ, რომ ურთიერთობა სექსუალური შეუთავსებლობის გამო ინგრევა, ან ერთ სახლში ვერ ცხოვრობენ გემრიელად, აღმოაჩენენ, რომ ვიღაც დილით იხეხავს კბილს, ვიღაც - საღამოს და ეს ელემენტარული დეტალი ხდება გაღიზიანების მიზეზი, რასაც სხვა ემატება და ბზარი ჩნდება.

- თუმცა ზოგჯერ თანაცხოვრების მცდელობის შედეგად, ქალის სექსუალურ პარტნიორთა რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება.

- კი, თუმცა ეს მარაზმში არ უნდა გადავიდეს, ჯერ ერთთან იწვე, არ მოგეწონოს, მეორეზე გადაინაცვლო, ეს სხვა თემაა. მაგრამ როცა ადამიანი გიყვარს და მასთან ოჯახის შექმნამდე ცხოვრობ, ეს სხვაა.

- ხატია, ასევე სტერეოტიპულია ქართული ქორწილი...

- არა, მე ქორწილის ტრადიცია ძალიან მომწონს. ჩემი აზრით, ცხოვრებაში ერთხელ ყველა გოგოს უნდა ჰქონდეს ის ბედნიერი დღე, როცა თეთრ კაბას ჩაიცვამს და ''ბალ-მასკარადი'' ექნება საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. მე ქორწილს ამ კუთხით ვუყურებ და არა ტრადიციული თვალსაზრისით. ესაა ერთი დღე, რომლიც განსაკუთრებულად უნდა დაგამახსოვრ-დეს. თუმცა ვიღაცები ორჯერ და სამჯერაც იხდიან ქორწილს, მაგრამ მე უფრო ერთჯერად ქორწილს მივემხრობი. ამით იმას არ ვამბობ, რომ ადამიანი მხოლოდ ერთი პიროვნების გვერდით უნდა იყოს მთელი ცხოვრება, მაშინაც კი, თუ მასთან თავს კარგად ვეღარ გრძნობს, ერთხელ მოვედით ამ ქვეყანაზე და ეს არ ნიშნავს იმას, თუ არ გაგვიმართლა, მაინცდამაინც ერთ ადამიანს შევაკლათ თავი, მეორედ გათხოვება მისაღებია, მაგრამ ვფიქრობ, ქორწილი ადამიანს ერთხელ უნდა ჰქონდეს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება