გოგოლა კალანდაძე: "თიკა ჯამბურია ჩემზე ფუმფულაა, მაგრამ მშვენიერი ეშხიანი გამოსვლა ჰქონდა"

გოგოლა კალანდაძე: "თიკა ჯამბურია ჩემზე ფუმფულაა, მაგრამ მშვენიერი ეშხიანი გამოსვლა ჰქონდა"

"იმედის" ეთერში პარალელურად უკვე ორი შოუ - "ორი ვარსკვლავი" და "ცეკვავენ ვარსკვლავები" მიმდინარეობს. ალბათ საინტერესოა, როგორ აფასებენ "ორი ვარსკვლავის" კონკურსანტები გუშინ, ეთერში პირველად გასული "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონის კონკურსანტებს..."ამბები.გე" გოგოლა კალანდაძეს დაუკავშირდა.

- რას გვეტყვი "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსის შესახებ?

- ჩვენი ფორმატისგან ("ორი ვარსკვლავი") განსხვავებული შოუა, რომელმაც გუშინ შთაბეჭდილება მართლა მოახდინა, რადგანაც ამ პროექტს ორგანიზება ეტყობოდა. რაც შეეხება წყვილებს, ყველანი კარგები არიან...

- ისე, "ფეისბუქზე" ასე ხუმრობდნენ, - პროექტის პრომოში მოცეკვავები უფრო შევიცანით, ვიდრე ვარსკვლავებიო...

- ისეთი ლამაზი გოგოები არიან, რომ კონკურსის ფინალში, ალბათ, უკვე ყველანი ვარსკვლავები იქნებიან.

- თუ მოინიშნე შენი ფავორიტები?

- კი, ჩემი ფავორიტები უკვე მყავს, ოღონდ, არ ვიტყვი, ვინ არიან...

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონის ჟიურის შემადგენლობაზე რას იტყვი?

- მომეწონა, კომპეტენტური ჟიურია...

- როგორც ვიცი, თავის დროზე, შენც გქონდა ამ პროექტიდან შემოთავაზება...

- კი, და ახლაც ყველა მეხვეწება და მეუბნება, რომ შემოდგომაზე, ანუ მეხუთე სეზონში მაინც მიიღე მონაწილეობაო, მაგრამ მგონია, რომ რთულია. თუ ამ ყველაფერმა ("ორ ვარსკვლავს" ვგულისხმობ) ნორმალურად ჩაიარა და კიდევ მექნება ბრძოლის უნარი, ალბათ, მივიღებ მონაწილეობას (სიცილით ამბობს). თან, ცოტა წონასაც თუ დავიგდებ, კარგი იქნება. თუმცა თიკა ჯამბურია ჩემზე ფუმფულაა, მაგრამ მშვენიერი ეშხიანი გამოსვლა ჰქონდა, ემოცია მოიტანა. წონაში რომ დაიკლოს, კარგი იქნება და მგონია, რომ დაიკლებს კიდეც...

- რაც შეეხება კონკურსს "ორი ვარსკვლავი", როგორი გეგმები გაქვს?

- ძალიან მინდა, რომ ფინალში გავიდე. გამარჯვებას ვგეგმავ, რასაკვირველია.

- რას აკეთებ ამისთვის?

- თავს არ ვზოგავ და ყველაფერს ვაკეთებ. თუმცა ვნახოთ, არ ვიცი, დამიფასებენ თუ არა.

- ახლა რას ამზადებთ?

- "როკის ტური" გვაქვს (სიცილით ამბობს), ეს ყველაფერი ჩემთვის, არაპროფესიონალი მომღერლისთვის ძალიან მძიმეა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, უნდა შევძლო.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება