სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაციის მეორე ეტაპი დაიწყო

სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაციის მეორე ეტაპი დაიწყო

დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაციის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის მიზანიც ტერორისტების დაბლოკვაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პაშინსკიმ განაცხადა.

"გადავწყვიტეთ, სრულად დავბლოკოთ სლავიანსკი, რათა არ მივცეთ სეპარატისტებს პოზიციების გამაგრების საშუალება", - განაცხადა სერგეი პაშინსკიმ.

მისივე თქმით, სეპარატისტებს პუნქტები საბავშვო ბაღებში და საავადმყოფოებში აქვთ განთავსებული.

"არანაირი პოლიტიკა არ არის. სლავიანსკში კლასიკური ტერორისტები მოქმედებენ, რომლებიც ქალებისა და ბავშვების უკან იმალებიან", - აღნიშნა პაშინსკიმ და დასძინა, რომ ყველა ტერორისტი დაკავებული და ლიკვიდირებული იქნება.

ამასთან, 24 აპრილს სლავიანსკში ჩატარებული ანტერორისტული ოპერაციის შედეგად უკრაინულმა მხარემ უკანონო შეიარაღებული პირების მიერ დაკავებული სამი ბლოკპოსტი გაანადგურა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა