"ცოცხალ ბარბის" რასიზმში ადანაშაულებენ

"ცოცხალ ბარბის" რასიზმში ადანაშაულებენ

ჟურნალ GQ- ს კორესპონდენტი საგანგებოდ ჩავიდა ოდესაში, რომ ინტერნეტის ვარსკვლავს, "ცოცხალ ბარბიდ" წოდებულ ვალერია ლუკიანოვას შეხვედროდა და მასთან ინტერვიუ ჩაეწერა. როგორც მოგვიანებით ჟურნალისტმა დაწერა, პროვინციელი გოგონას ნახვას ელოდა, რომელიც ბარბის როლს თამაშობს, მის მაგივრად კი "უცხოპლანეტელი რასისტი" დახვდა.

"თანდათან მიახლოვდება. მისი თეთრი ღვინისფერი გრძელი თმა არარსებულ თეძოებს აღწევს. პირი ოდნავ აქვს ღია, თითქოს გულგრილად იღიმის. პატარა, ნახევრად გამჭვირვალე კბილები აქვს. ცისფერი ტოპი აცვია და ჩანს, რომ მთელი მისი სხეულის მთავარი დეტალი დიდი, გამოზნექილი მკერდია", - წერს კორესპონდენტი, რომელიც დარწმუნდა, რომ პლასტიკური ოპერაციების სერიითა და განსაკუთრებული მაკიაჟით ვალერია მართლაც არაამქვეყნიურ არსებას არის დამსგავსებული.

ჟურნალისტი გაოგნებული დარჩა, რადგან რეალობაში ვალერია ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც გამაოგნებელ ფოტოებზე - არადა, მას ბრალს სდებენ, თითქოს მისი ფოტოები ფოტოშოპის დამსახურებაა. "ყველაზე საშინელი თვალებია, მეტისმეტად რომ ყვირის ამ სიგამხდრეში...

ევოლუციამ გვასწავლა, რომ დიდი თვალები ლამაზია, მაგრამ ასეთი დიდი თვალები უფრო მოჩვენების ან რომელიღაც მწერის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს, ფაქტობრივად, არის ძვლებზე ტყავგადაკრული ადამიანი, უზარმაზარი თვალებითა და უშველებელი მკერდით", - განცვიფრება ვერ დამალა ჟურნალისტმა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება