მაკო კვიტაიშვილს კარგი ხასიათის და სიმპათიური რჩეული ჰყავს

მაკო კვიტაიშვილს კარგი ხასიათის და სიმპათიური რჩეული ჰყავს

ცოტა ხნის წინ მაკო კვიტაიშვილმა და მორაგბე გივი ბერიშვილმა პროექტი ''ორი ვარსკვლავი'' დატოვეს. მაკოს მუსიკალური მონაცემების შესახებ სულ ცოტა ხნის წინ ''ახალი ხმის'' საშუალებით გახდა ცნობილი. ალბათ ამიტომაც იყო, რომ საზოგადოების ნაწილი მაკოს ვარსკვლავობას სოციალურ ქსელებში აპროტესტებდა.

ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი ტელეწამყვან ეკა მიშველაძის ქალიშვილი 15 წლის ასაკში ჰოლანდიაში მშობლების გარეშე ცხოვრობდა და მისი პირველი ნაბიჯებიც სასიმღერო კარიერაში სწორედ ამ ქვეყანას უკავშირდება.

- მაკო, ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც ''ახალ ხმაში'' გამოჩნდი და უკვე ვარსკვლავის სტატუსით მიგიწვიეს ''ორ ვარსკვლავში''. ამან საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა, ამბობდნენ, ეს რანაირი ვარსკვლავიაო. როგორ ხვდები ხოლმე ასეთ მოსაზრებებს?

- კრიტიკას ნორმალურად ვხვდები, მეც ბევრი გამიკრიტიკებია, მაგრამ არა სახალხოდ. ''ახალ ხმაშიც'' არ მაკლებდნენ კრიტიკას. რას ჰგავს, რამხელა პირი აქვს, რამ მოგაწონათო, წერდნენ. თავიდან მწყინდა, მერე მივეჩვიე.

''ორ ვარსკვლავს'' რაც შეეხება, პირადად ჩემი მისამართით კრიტიკა არ წამიკითხავს, ძირითადად პროექტს აკრიტიკებდნენ და ამის გამო დიდად არ მინერვიულია, რადგან პროექტის მიზანი სწორედ ის არის, რომ არაპროფესიონალი აამღეროს. თავიდან შეიძლება, ცოტა ცუდი მოსასმენი იყო, რადგან სცენაზე გამოდიან ადამიანები, რომლებსაც აბაზანაშიც კი არ უმღერიათ.

- თვითონ პროექტის მაყურებელი რომ ყოფილიყავი და არა მონაწილე, როგორ შეაფასებდი?

- არ ვიცი, რატომ გავაკრიტიკებდი, საინტერესო პროექტია, ჩემი აზრით, საქართველოში მეტს ვერ მოითხოვ.

- საქართველოში მოითხოვ ზუსტად მეტს, აქ ხომ ყველა მღერის...

- კი, მაგრამ რისი შესაძლებლობაც არის, ისე კეთდება პროექტი. როცა ვიცი ''რუსთავი 2''-ის, ''იმედის'' ხარისხი, ''დაყრუვდნენ ძროხები''-მეთქი, ნამდვილად არ დავწერ.

- თავიდან სასიამოვნო მოსასმენი არ იყოო, თქვი. როგორ ფიქრობ, დღეს უკვე სასიამოვნო მოსასმენია?

- დღეს, ვფიქრობ, ყველა წინ წავიდა, იმდენად ბევრს მუშაობენ, დიდი წინსვლა იგრძნობა. მას მერე, რაც პროექტი დავტოვე, კონცერტებს დავესწარი და ვფიქრობ, ძალიან ბევრმა დაიწყო სიმღერა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება