"იმედია, ჩემი გმირის თვისებები ხასიათში არ გადამივა"

"იმედია, ჩემი გმირის თვისებები ხასიათში არ გადამივა"

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ახალი გმირი, პარლამენტარ ცოტნე ცოტაშვილის ცოლი თიკა გამოჩნდა, რომლის როლსაც მსახიობი ვერიკო კალანდია ასრულებს.

მართალია, ვერიკოს სამსახიობო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ დიდი ხანი არაა, რაც ამ სფეროშია ჩართული. ალბათ, გაგიკვირდებათ, როცა გეტყვით, რომ ვერიკო სერიალის პარალელურად მძლეოსანთა ფედერაციაში მუშაობს. თუ რა საქმიანობითაა დაკავებული, ამას თავად ჩვენი რესპონდენტი გიამბობთ.

- მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა, სანამ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, ხელოვნების კოლეჯში ვსწავლობდი, სადაც სამსახიობო ოსტატობას დარეჯან ჯოჯუასთან გავდიოდი, მაგრამ აბიტურიენტობისას გადავწყვიტე, სულ სხვა მიმართულებით წავსულიყავი და იურიდიულზე ჩამებარებინა, ერთი წელი ამ ფაკულტეტზე ვისწავლე და შემდეგ წელს თეატრალურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად გამოცდები თავიდან გავიარე, ასე მოვხვდი დათო კობახიძის ჯგუფში.

სწავლის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთი სარეკლამო სტუდიის მთავარი პროდიუსერის ასისტენტად დავიწყე მუშაობა, ახლა კი მძლეოსნობის ფედერაციაში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ღონისძიებათა დეპარტამენტში ვმუშაობ. ეს გრანდიოზული, ახალგაზრდული სპორტული ფესტივალი 2015 წლის ივლისში ტარდება. საქართველოს ევროპის 49 ქვეყნიდან სპორტსმენები, ჟურნალისტები და სპეციალური სტუმრები ეწვევიან, ღონისძიება კი მსოფლიო ტელესივრცის მეშვეობით გაშუქდება.

- როგორ მოხვდი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"?

- "ჩემი ცოლის დაქალების" მეოთხე სეზონში ეპიზოდური როლი ვითამაშე, მას შემდეგ, თუკი კასტინგი ტარდება, კასტინგმენეჯერი ეკა მჟავანაძე ყოველთვის მატყობინებს, ამჯერადაც ასე მოხდა. სამსახური ახალი დაწყებული მქონდა, როცა "რუსთავი 2"-დან დამირეკეს და მისვლა მთხოვეს, ვიფიქრე, კასტინგზე მიბარებდნენ, თუმცა იქ მისულს მითხრეს, რომ როლზე დამტკიცებული ვიყავი, ძალიან გამიხარდა, მაგრამ შემეშინდა, არ ვიცოდი, როგორ შევუთავსებდი ორ სამსახურს ერთმანეთს. არ მინდოდა, არჩევანის წინაშე დავმდგარიყავი. მადლობა ფედერა-ციას, რომ ნებას მრთავენ, გავაკეთო ის საქმე, რაც ასე ძალიან მიყვარს, თუმცა ეს პროექტი ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში ჩავერთე.

- კიდევ რას გვეტყვი შენი სამახიობო გამოცდილების შესახებ?

- თეატრალური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ რამდენიმე თვე მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვიყავი, მაგრამ მერე GMG-ში გადავინაცვლე... უკვე ორი თვეა, სოხუმის თეატრის დასში ვარ, ახლა მერაბ ყოლბაია დგამს სპექტაკლს, რომელშიც დაკავებული გახლავართ. გარდა ამისა, სხვადასხვა რეკლამაში, საფესტივალო ფილმებში, ქართულ სერიალებში ეპიზოდური როლებიც მითამაშია, მაგრამ ასე ჩამოყალიბებული და გამოკვეთილი პერსონაჟი არასდროს განმისახიერებია.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება