"ჩემი ცოლის დაქალების" პარლამენტარმა ცოლი მოიყვანა

"ჩემი ცოლის დაქალების" პარლამენტარმა ცოლი მოიყვანა

”ჩემი ცოლის დაქალებში” პარლამენტარ ცოტნე ცოტიაშვილის როლის შემსრულებელმა გიორგი ბახუტაშვილმა ცოლი მოიყვანა. გიორგის რჩეული თაკო შოშიაშვილია. თაკომ და გიორგიმ გაცნობიდან მალევე გადაწყვიტეს დაქორწინება.

ambebi.ge მსახიობს დაუკავშირდა:

- სად გაიცანი თაკო?

- თაკო საერთო მეგობრებთან გავიცანი, ერთ-ერთი მეგობრის სახლში. დაახლოებით 5 თვე ვიყავით შეყვარებული, ეს საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ქორწინება დაგვეგეგმა. ქორწილის გადახდას არ ვგეგმავთ, უბრალოდ ჯვრისწერის შემდეგ ორი დღე ყვარელში გავატარეთ.

ambebi.ge წყვილს ულოცავს და ბედნიერებას უსურვებს.

თამარ ბოჭორიშვილი, ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება