ჯორჯ კლუნი დაინიშნა

ჯორჯ კლუნი დაინიშნა

ჰოლივუდის ყველაზე ხანდაზმულმა სასიძომ, ჯორჯ კლუნიმ უცოლო კაცის თავისუფლებაზე უარი თქვა და მეგობარ ქალზე დაინიშნა. ქალბატონი, რომელმაც 52 წლის კლუნის ამ ნაბიჯის გადადგმა გააბედინა, იურისტი ამალ ალამუდინია. ამალი სკანდალური საიტის, Wikileaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ადვოკატია.

წყვილს ნიშნობის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მეტიც, ეცადნენ, ამ ცერემონიას პრესის ყურადღების გარეშე ჩაევლო, თუმცა დიდი ხნით ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის დამალვა ვერ შეძლეს.

ჟურნალ People-ის ინფორმაციით, წყვილს გასულ ხუთშაბათს მეგობრები სინდი კროუფორდი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი რენდი ჰერბერი ესტუმრნენ. სწორედ ამ შეხვედრისას შენიშნეს ამალის თითზე ბრილიანტით გაწყობილი ნიშნობის ბეჭედი.

ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ოთხშაბათს ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში წყვილმა ნიშნობა გადაიხადა. ქორწილის თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.

მომზადებულია people.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება