ბარაკ ობამა - რუსეთს კონფლიქტის გადასაწყვეტად თითი თითზე არ დაუკარებია

ბარაკ ობამა - რუსეთს კონფლიქტის გადასაწყვეტად თითი თითზე არ დაუკარებია

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მალაიზიაში ვიზიტისას განაცხადა.

"უნდა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები, რომელთა მიზანი იქნება რუსეთს ვუთხრათ, რომ მისი ქმედებები უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთ რეგიონებში დესტაბილიზაციის გამომწვევია და უნდა შეწყდეს", - აღნიშნა ობამამ და დასძინა, რომ რუსეთს თითი თითზე არ დაუკარებია კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით.

ამასთან, ბარაკ ობამას თქმით, აშშ რუსეთს დამატებით შეზღუდვებს დაუწესებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ევროპასა რუსეთზე ზეწოლის საქმეში ერთიანობისკენ მოუწოდა.

"ჩვენი პოზიცია უფრო ძლიერი იქნება, თუ პრეზიდენტი პუტინი დაინახავს, რომ აშშ და ევროპა, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, ერთიანია და არა იმას, რომ ესაა კონფლიქტი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

გუშინ დიდი შვიდიანის სამიტზე გამოითქვა მზადყოფნა, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდეს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა