ტუ­რი­ნის სუ­და­რა ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩიმ და­ამ­ზა­და?..

ტუ­რი­ნის სუ­და­რა ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩიმ და­ამ­ზა­და?..

მორ­წ­მუ­ნე­ებს სუ­ლაც არ ეეჭ­ვე­ბათ, რომ იესო ქრის­ტეს სუ­და­რა რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობ­და. მას ყვე­ლა კა­ნო­ნი­კურ ტექ­ს­ტ­ში მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. გა­ნა ეს არ არის მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა?

მარ­კო­ზის სა­ხა­რე­ბა­ში ნათ­ქ­ვა­მია: "მო­ვი­და იოსებ არი­მა­თი­ე­ლი, მრჩე­ველ­თა გა­მო­ჩე­ნი­ლი წევ­რი, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც მო­ე­ლო­და ღვთის სა­სუ­ფე­ველს. თა­მა­მად შე­ვი­და პი­ლა­ტეს­თან და გა­მო­ითხო­ვა იესოს გვა­მი. პი­ლა­ტემ... აჩუ­ქა იოსებს გვა­მი... მან იყი­და ტი­ლო, გარ­და­მოხ­ს­ნა იგი, შე­მო­ახ­ვია ტი­ლო და და­ას­ვე­ნა სა­მარ­ხ­ში, რო­მე­ლიც კლდე­ში იყო ნაკ­ვე­თი, და ლო­დი მი­ა­გო­რა სა­მარ­ხის კარ­ზე" (თა­ვი 15 (43; 45; 46).

სას­წა­უ­ლია, მაგ­რამ ჩვენ სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სუ­და­რამ, რო­მელ­შიც იოსებ­მა და ნი­კო­დე­მოს­მა, იესოს მიმ­დევ­რებ­მა, ქრის­ტეს სხე­უ­ლი დაკ­რ­ძა­ლეს, ჩვენს დღე­ე­ბამ­დე მო­აღ­წია. ტუ­რი­ნის სუ­და­რა კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე მის­ტი­კურ და იდუ­მალ რე­ლიკ­ვი­ა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. მან სა­ხელ­წო­დე­ბა ქა­ლაქ ტუ­რი­ნის მი­ხედ­ვით მი­ი­ღო და წმინ­და იოანე ნათ­ლის­მ­ცემ­ლის (სან ჯო­ვა­ნი ბა­ტის­ტა) სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ინა­ხე­ბა.

ეს ქსო­ვი­ლი მო­ოქ­როს­ფ­რო-მოყ­ვი­თა­ლო ფე­რი­საა. მი­სი სიგ­რ­ძე 437 სმ, სი­გა­ნე - 111 სმ, ხო­ლო წო­ნა - 2,25 კგ. სუ­და­რა­ზე ცხა­დად ჩანს ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ორ­მა­გი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა. ის აბ­რე­შუ­მის ტი­ლოს ქსო­ვილს წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ზიგ­ზა­გი­სე­ბუ­რი ქსო­ვის ხე­ლის ტექ­ნი­კი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ქსო­ვი­ლის წარ­მო­ე­ბის ეს მე­თო­დი ან­ტი­კუ­რი ხა­ნი­და­ნაა ცნო­ბი­ლი. ით­ვ­ლე­ბა, რომ ქსო­ვი­ლის ამ ნა­ჭერ­ში იყო გახ­ვე­უ­ლი ქრის­ტეს სხე­უ­ლი დაკ­რ­ძალ­ვი­სას.

ლე­გენ­დე­ბი­სა და გად­მო­ცე­მე­ბის ხა­ნა

სუ­და­რის უტყუ­ა­რი ის­ტო­რია და­ახ­ლო­ე­ბით 650 წელს ით­ვ­ლის, მაგ­რამ მას ლე­გენ­დე­ბი­სა და გად­მო­ცე­მე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პე­რი­ო­დი უძღ­ვის წინ. ით­ვ­ლე­ბა, რომ ხელ­თუქ­მ­ნე­ლი ნი­მუ­ში გარ­კ­ვე­ულ ხანს მო­ცი­ქულ პეტ­რეს­თან ინა­ხე­ბო­და, შემ­დეგ კი ხე­ლი­დან ხელ­ში, მო­წა­ფი­დან მო­წა­ფეს გა­და­ე­ცე­მო­და. ქრის­ტი­ა­ნო­ბის გან­დი­დე­ბის შემ­დეგ, ბი­ზან­ტი­ე­ლი იმ­პე­რა­ტორ ფე­ო­დოს II-ის დამ, წმინ­და პულ­ჰე­რი­ამ, 436 წელს სუ­და­რა კონ­ს­ტან­ტი­ნო­პოლ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბა­ზი­ლი­კა­ში მო­ა­თავ­სა. შემ­დეგ, თა­ვის წე­რილ­ში სა­რა­გო­სე­ლი ეპის­კო­პო­სი, უწ­მინ­დე­სი ბრა­უ­ლი­ნი მო­იხ­სე­ნი­ებ­და, 640 წელს - გა­ლე­ლი ეპის­კო­პო­სი, არ­ნულ­ფი, ხო­ლო IX ს-ში - ეპი­ფა­ნე მო­ნა­კო. შე­მო­ი­ნა­ხა იმ­პე­რა­ტორ ალექ­სი კომ­ნე­ნის წე­რი­ლიც, რო­მელ­შიც ის იტყო­ბი­ნე­ბა, რომ მხსნე­ლის რე­ლიკ­ვი­ებს შო­რის მას­თან ინა­ხე­ბა აღ­დ­გო­მის შემ­დეგ სა­მარ­ხ­ში ნა­პოვ­ნი სუ­და­რა.

"გა­სის­ხ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი სუ­და­რის" შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი, ის­ლან­დი­უ­რი მო­ნას­ტ­რის წი­ნამ­ძღ­ვარ, ნი­კო­ლა­უს სო­მუნ­დარ­სენ­თა­ნაც (1137 წ) ინა­ხე­ბა. ტი­რე­ლი ეპის­კო­პო­სი ვილ­ჰელ­მის მოწ­მო­ბით, 1171 წელს იმ­პე­რა­ტორ­მა ემა­ნუ­ილ კომ­ნინ­მა მას და იერუ­სა­ლი­მის მე­ფე ამო­რი I-ს უჩ­ვე­ნა ქრის­ტეს წმინ­და რე­ლიკ­ვია, რო­მე­ლიც მა­შინ კონ­ს­ტან­ტი­ნო­პო­ლის ბუ­კო­ლე­ო­ნის ბა­ზი­ლი­კა­ში ინა­ხე­ბო­და.

და­მა­ტე­ბით ცნო­ბი­ლია, რომ ჯვა­როს­ნე­ბის მი­ერ კონ­ს­ტან­ტი­ნო­პო­ლის და­ლაშ­ქ­ვ­რამ­დე, 1204 წელს სუ­და­რა წმინ­და სო­ფი­ის ტა­ძარ­ში ინა­ხე­ბო­და. აქ ის თაყ­ვა­ნის­ცე­მის­თ­ვის ყო­ველ ვნე­ბის პა­რას­კევს გა­მო­ი­ფი­ნე­ბო­და. 1200 წელს, რე­ლიკ­ვია მო­სა­ლო­ცად წა­სულ­მა, მო­მა­ვალ­მა არ­ქი­ე­პი­ს­კო­პოს­მა, ან­ტონ ნოვ­გო­რო­დელ­მაც იხი­ლა. მი­სი მოწ­მო­ბის თა­ნახ­მად, სუ­და­რა სო­ფი­ის ტაძ­რის სა­კურ­თხევ­ლის თავ­ზე ეკი­და.

ერ­თი წლის შემ­დეგ, სა­იმ­პე­რა­ტო­რო გვარ­დი­ის ამ­ბო­ხე­ბის დროს, ტა­ძარ­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნ­და. რე­ლიკ­ვი­ის მცველ­მა, ნი­კო­ლა­უს მა­ზა­რიტ­მა, თა­ვი­სი მჭევ­რ­მეტყ­ვე­ლე­ბით ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა შეძ­ლო და სუ­და­რა ცეცხ­ლის­გან იხ­ს­ნა. ის ირ­წ­მუ­ნე­ბო­და, რომ დაკ­რ­ძალ­ვის დ­რო­ინ­დე­ლი უფ­ლის ჭრი­ლო­ბე­ბი კვლა­ვაც აფ­რ­ქ­ვევ­და ნელ­საცხე­ბელ­თა კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბას.

კონ­ს­ტან­ტი­ნო­პო­ლის აღე­ბის შემ­დეგ, მე­ოთხე ჯვა­როს­ნუ­ლი ლაშ­ქ­რო­ბის დროს სუ­და­რა გაქ­რა. ჟამ­თა აღ­მ­წე­რელ­მა, რო­ბერ დე კლა­რიმ და­წე­რა ამის თა­ო­ბა­ზე, რომ "არც არა­ვინ - იქ­ნე­ბო­და ეს ბერ­ძე­ნი თუ ფრან­კი - აღარ იცო­და, რა ბე­დი ეწია სუ­და­რას ქა­ლა­ქის დარ­ბე­ვი­სა და ძარ­ც­ვის შემ­დეგ". ის მხო­ლოდ 150 წლის მე­რე, საფ­რან­გეთ­ში გა­მოჩ­ნ­და.

რე­ლიკ­ვი­ის შე­ძე­ნა

ვინ­მე გრაფ­მა, ჟოფ­რე (ჟოფ­რუ­ა) დე შარ­ნიმ 1353 წელს გა­ნაცხა­და, რომ ქრის­ტეს სუ­და­რა მას­თან ინა­ხე­ბო­და და რე­ლიკ­ვია ად­გი­ლობ­რივ ეკ­ლე­სი­ას გა­დას­ცა. თუმ­ცა რა­ტომ­ღაც ვერ შეძ­ლო ან არ ისურ­ვა აეხ­ს­ნა, რო­გორ მო­ი­პო­ვა იგი. ამის სა­ფუძ­ველ­ზე წარ­მო­იშ­ვა აზ­რი, რომ სუ­და­რას, მთე­ლი ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე, სა­ი­დუმ­ლოდ ტამ­პ­ლი­ე­რე­ბის ორ­დე­ნი ინა­ხავ­და, რო­მე­ლიც თაყ­ვანს სცემ­და. მაგ­რამ ორ­დე­ნი 1312 წელს და­ი­შა­ლა და მრა­ვა­ლი ტამ­პ­ლი­ე­რი რა­ინ­დი სიკ­ვ­დი­ლით და­სა­ჯეს. ამი­ტო­მაც, ამ ვერ­სი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. ქრო­ნი­კე­ბი იტყო­ბი­ნე­ბი­ან, რომ ბი­ზან­ტი­ის და­ლაშ­ქ­ვ­რა­ში რა­ინ­დი დე შარ­ნიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ ცნო­ბებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მის­მა შთა­მო­მავ­ლო­ბამ სუ­და­რა ტამ­პ­ლი­ე­რე­ბის დევ­ნი­ლო­ბის წლებ­ში გა­და­ი­ნა­ხა და მას­ზე მსოფ­ლი­ოს მხო­ლოდ მა­შინ აუწყა, რო­ცა საფ­რ­თხემ ჩა­ი­ა­რა. ასე იყო თუ ისე, შარ­ნის სა­ხე­ლი სა­მუ­და­მოდ და­უ­კავ­შირ­და სიწ­მინ­დეს.

1389 წელს, შარ­ნის შვილ­მა რე­ლიკ­ვია სპე­ცი­ა­ლურ კი­დო­ბან­ში ჩა­ას­ვე­ნა და რო­მის პა­პის­თ­ვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბის თა­ნახ­მად, სა­კუ­თარ სამ­ფ­ლო­ბე­ლო­ში, სა­გან­გე­ბოდ აშე­ნე­ბულ სამ­ლოც­ვე­ლო­ში (პა­რიზ­თან ახ­ლოს) და­ას­ვე­ნა. თუმ­ცა ად­გი­ლობ­რივ­მა ეპის­კო­პოს­მა, პი­ერ დ"არ­სიმ გა­ნაცხა­და, რომ მო­ცე­მუ­ლი რე­ლიკ­ვია "ა­და­მი­ა­ნის ხე­ლით შექ­მ­ნი­ლი" იყო. ერ­თი წლის შემ­დეგ, 1390 წელს პაპ­მა კლი­მენტ VII-მ გა­მო­ი­ტა­ნა ვერ­დიქ­ტი: სუ­და­რის ეკ­ლე­სი­ა­ში გა­მო­ფე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ამას­თან ისიც უნ­და იყოს გან­მარ­ტე­ბუ­ლი, რომ ის მხატ­ვ­რუ­ლი კვლავ­წარ­მო­ე­ბის ნი­მუ­შია და ამ­დე­ნად, ხა­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ატა­რებს. მან ვერ შეძ­ლო სა­ხალ­ხოდ და­ემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა რე­ლიკ­ვი­ის ნამ­დ­ვი­ლო­ბა ან სი­ყალ­ბე.

1452 წელს, გრა­ფის შვი­ლიშ­ვილ­მა, მარ­გა­რი­ტა შარ­ნიმ, სუ­და­რა ჰერ­ცოგ ლუ­დო­ვი­კო I სა­ვო­ი­ელს მიჰ­ყი­და, რო­მელ­მაც ის ფრან­გულ ქა­ლაქ შამ­ბე­რის ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ნა­თავ­სა. იქ რე­ლიკ­ვია სე­რი­ო­ზუ­ლად და­ზი­ან­და 1532 წელს გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძ­რის დროს. მა­ლე ჰერ­ცო­გის შთა­მო­მავ­ლებ­მა ტუ­რი­ნის მარ­კ­გ­რა­ფო­ბის წო­დე­ბა მი­ი­ღეს და 1578 წლი­დან დღემ­დე სპე­ცი­ა­ლურ კი­დო­ბან­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი რე­ლიკ­ვია სწო­რედ ტუ­რინ­ში ინა­ხე­ბა.

1981 წელს იტა­ლი­ის უკა­ნას­კ­ნელ­მა მე­ფემ, უმ­ბერ­ტო II სა­ვო­ი­ელ­მა, რო­მე­ლიც დევ­ნი­ლო­ბა­ში შვე­ი­ცა­რი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ხე­ლი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სუ­და­რა ვა­ტი­კანს უნ­და გა­დას­ცე­მო­და.

რე­ლიკ­ვი­ას ისე­თი­ვე რთუ­ლი ბე­დი ხვდა წი­ლად, რო­გო­რიც ქრის­ტე­სა და მთელ საქ­რის­ტი­ა­ნოს: ის ხან და­ი­კარ­გა, ხან სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხე­ბო­და; რამ­დენ­ჯერ­მე ხან­ძარს გა­და­ურ­ჩა; რამ­დენ­ჯერ­მე გა­უ­რეცხავთ და ზეთ­ში გა­მო­უ­ხარ­შავთ კი­დეც, მაგ­რამ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მა­ინც არ გამ­ქ­რა­ლა.

ჰი­პო­თე­ზე­ბი ხელ­თუქ­მ­ნელ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე

სუ­და­რა­ზე უფ­ლის სა­ხის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ჩვენს დრომ­დე მოღ­წე­უ­ლი პირ­ვე­ლი ცნო­ბე­ბი X სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა. ის არ­ქი­დი­ა­კონ გრი­გო­რი­უსს ეკუთ­ვ­ნის, რო­მე­ლიც კონ­ს­ტან­ტი­ნო­პო­ლის წმინ­და სო­ფი­ის ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რებ­და. მან ივა­რა­უ­და, რომ ხელ­თუქ­მ­ნე­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა გაჩ­ნ­და ქრის­ტეს სა­ხე­ზე სიკ­ვ­დი­ლის დად­გო­მის შემ­დ­გო­მი აორ­თ­ქ­ლე­ბის მი­ზე­ზით. თუმ­ცა გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, რა ეს­მო­და მას ამ მოვ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

დღე­ი­სათ­ვის ათო­ბით თე­ო­რია არ­სე­ბობს. ისი­ნი ოთხ ჯგუ­ფად შე­იძ­ლე­ბა და­ი­ყოს: სუ­და­რა - რო­გორც მხატ­ვ­რის ოს­ტა­ტო­ბის რე­ზულ­ტა­ტი; პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტი ობი­ექ­ტ­თან; დი­ფუ­ზი­უ­რი ან რა­დი­ა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი.

XX სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე ეს ჰი­პო­თე­ზე­ბი მრა­ვალ­მ­ხ­რივ გა­და­მოწ­მ­და თე­ო­რი­უ­ლი და ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბით. დამ­ტ­კიც­და, რომ სა­კონ­ტაქ­ტო მე­ქა­ნიზ­მებს და მხატ­ვ­რის ხელს შე­უძ­ლია გა­მო­სა­ხოს ობი­ექ­ტის უფა­ქი­ზე­სი დე­ტა­ლე­ბი, მაგ­რამ არ ძა­ლუძს შექ­მ­ნას სა­ხე, გა­მუ­ქე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა, რო­მე­ლიც გად­მოს­ცემ­და მან­ძილს ქსო­ვილ­სა და ობი­ექტს შო­რის. მე­ო­რე მხრივ, ეს შე­უძ­ლია დი­ფუ­ზი­ურ და რა­დი­ა­ცი­ულ პრო­ცე­სებს, მაგ­რამ ისი­ნი ვერ გა­მო­სა­ხავს ნა­ხატს, რო­მე­ლიც დე­ტა­ლებს ისე­თი სი­ზუს­ტით გად­მოს­ცემს, რო­გორც ეს სუ­და­რა­ზეა მო­ცე­მუ­ლი.

ამ­გ­ვა­რად, მეც­ნი­ე­რე­ბი იმ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­ვიდ­ნენ, რომ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა სე­ლის ქსო­ვილ­ზე ისეთ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს ფლობს, რომ­ლის ახ­ს­ნაც შე­უძ­ლე­ბე­ლია წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი თე­ო­რი­ე­ბით. ყვე­ლა ეს მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ეფუძ­ნე­ბო­და ფაქ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც ქსო­ვილ­ზე მხო­ლოდ ბუ­ნებ­რი­ვი გზით შე­იძ­ლე­ბო­და ასა­ხუ­ლი­ყო. ამ ყვე­ლაფ­რის ახ­ს­ნა მეც­ნი­ე­რე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ ძა­ლუძს.

სა­მეც­ნი­ე­რო სამ­ყა­რო გა­ი­ყო: მკლე­ვარ­თა ერ­თი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ამ ზე­მოქ­მე­დე­ბის პირ­ველ­წყა­რო ბუ­ნებ­რი­ვი წარ­მო­შო­ბი­საა; მე­ო­რე­ნი პი­რი­ქით, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ის რა­ღაც ზე­ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნის შე­დე­გად გვევ­ლი­ნე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ქრის­ტეს აღ­დ­გო­მა. ისი­ნი ამ­ტ­კი­ცე­ბენ, რომ ამ­გ­ვა­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, ობი­ექ­ტ­ზე იმა­ზე მე­ტი სი­ნათ­ლის ნა­კა­დი იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო, ვიდ­რე ეს ატო­მუ­რი აფეთ­ქე­ბი­სას ხდე­ბა... თა­ნაც, მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ თვი­თონ ქსო­ვი­ლი ამ დროს არ და­იწ­ვე­ბა! მაგ­რამ არც ერ­თი გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი არ და­იწყებს სა­უ­ბარს ატო­მუ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის შე­სა­ხებ ქრის­ტეს ეპო­ქა­ში...

ჩა­ტა­რე­ბულ გა­მოკ­ვ­ლე­ვებს თით­ქოს იმ დას­კ­ვ­ნამ­დე მივ­ყა­ვართ, რომ მე­ო­რე მო­საზ­რე­ბა მარ­თე­ბუ­ლია. ხომ უკ­ვე დამ­ტ­კიც­და, რომ ეს უც­ნო­ბი ფაქ­ტო­რი არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა დი­ფუ­ზი­ურ და სი­ნათ­ლის გავ­რ­ცე­ლე­ბის ფი­ზი­კურ კა­ნო­ნებს.

სად იმა­ლე­ბა ტი­ლო?

2009 წელს მსოფ­ლიო მო­რიგ­მა სენ­სა­ცი­ამ მო­იც­ვა: ამე­რი­კელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ნაცხა­დეს, რომ ტუ­რი­ნის სუ­და­რა შექ­მ­ნი­ლი იყო... ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის მი­ერ! მა­თი აზ­რით, მხატ­ვარ­მა ქსო­ვილ­ზე სა­კუ­თა­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა გა­და­ი­ტა­ნა და გა­მო­ი­ყე­ნა ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც ფო­ტოს ბეჭ­დ­ვის ტექ­ნი­კის წი­ნა­სა­ხედ უნ­და ვი­გუ­ლის­ხ­მოთ.

ეს ვერ­სია პირ­ვე­ლად ნი­უ-ი­ორ­კელ­მა მხატ­ვარ­მა ლი­ლი­ან შვარ­ც­მა გა­მოთ­ქ­ვა. სენ­სა­ცი­ის და­ბა­დე­ბის ბიძ­გად კი იქ­ცა დას­კ­ვ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ლიკ­ვი­ის და­თა­რი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო გა­მოთ­ქ­მუ­ლი.

1988 წელს ვა­ტი­კან­მა ნე­ბა დარ­თო მეც­ნი­ე­რებს, მო­ეჭ­რათ სუ­და­რის­თ­ვის პა­ტა­რა ნა­ჭე­რი, და­ახ­ლო­ე­ბით 7სმ. ის გა­ი­ყო და გა­და­ე­ცა სამ და­მო­უ­კი­დე­ბელ - ამე­რი­კულ, ბრი­ტა­ნულ და შვე­ი­ცა­რი­ულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს.

რა­დი­ო­ნახ­შირ­ბა­დულ­მა ანა­ლიზ­მა უჩ­ვე­ნა, რომ სუ­და­რა დამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო 1275-დან 1381 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში და მა­შა­სა­და­მე, არ იყო ნამ­დ­ვი­ლი. ამ მო­უ­ლოდ­ნელ­მა აღ­მო­ჩე­ნამ სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზა­რა­ლა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიწ­მინ­დე­ე­ბი­სად­მი რწმე­ნა. გაჩ­ნ­და ვერ­სია, რომ სუ­და­რის ნამ­დ­ვი­ლი შემ­ქ­მ­ნე­ლი იტა­ლი­ე­ლი გე­ნი­ო­სი, XV ს-ში მცხოვ­რე­ბი და ვინ­ჩი იყო, ხო­ლო რე­ლიკ­ვი­ის­თ­ვის მე­ტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა რომ მი­ე­ცა, ორი სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი ქსო­ვი­ლი გა­მო­ი­ყე­ნა.

მაგ­რამ რო­მე­ლი წე­სით შე­ეძ­ლო ლე­ო­ნარ­დოს სუ­და­რის შექ­მ­ნა? მეც­ნი­ე­რე­ბი ამა­ზე პა­სუ­ხო­ბენ: კა­მე­რა-ობ­ს­კუ­რის მეშ­ვე­ო­ბით. თა­ვი­დან მან სა­კუ­თა­რი თა­ვი გა­მო­ძერ­წა. შემ­დეგ, ბნელ ოთახ­ში თარგზე გა­და­ჭი­მა ტი­ლო, რო­მე­ლიც ვერ­ცხ­ლის სულ­ფა­ტით იყო გაჟ­ღენ­თი­ლი. ამან სი­ნათ­ლი­სად­მი მგრძნო­ბე­ლო­ბა იმ­გ­ვა­რად მი­ა­ნი­ჭა რო­გორც ფო­ტო­ფირს. ერთ კე­დელ­ში ოს­ტატ­მა პა­ტა­რა ხვრე­ლი გა­ა­კე­თა და ის ბრო­ლის ლინ­ზით და­ფა­რა. მზის სხი­ვებ­მა, რომ­ლებ­მაც მას­ში გა­ი­ა­რა, ნა­ჭერ­ზე ქან­და­კე­ბის ხა­ზე­ბი გა­მოიწ­ვა.

ამ თე­ო­რი­ის სა­სარ­გებ­ლოდ ის ფაქ­ტიც მეტყ­ვე­ლებს, რომ ლე­ო­ნარ­დოს ნა­ხა­ზებს შო­რის არ­სე­ბობს პრი­მი­ტი­უ­ლი ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მოწყო­ბი­ლო­ბის, ე.წ. კა­მე­რა-ობ­ს­კუ­რის ნა­ხა­ზე­ბიც.

ექ­ს­პერ­ტ­თა ერ­თი ნა­წი­ლი ამე­რი­კე­ლი მხატ­ვ­რის შე­ხე­დუ­ლე­ბას იზი­ა­რებს. ისი­ნი თვლი­ან, რომ თუ­კი ვინ­მეს შე­ეძ­ლო ემუ­შა­ვა კა­მე­რა-ობ­ს­კუ­რას­თან, ეს, რა თქმა უნ­და, ლე­ო­ნარ­დო იყო.

ლი­ლია შვარ­ცის აზ­რით, ას­ლი კვიპ­რო­სის მე­ფის, ლუ­დო­ვი­კო სა­ვო­ი­ე­ლის დაკ­ვე­თით დამ­ზად­და და ის ად­რე­უ­ლი შე­და­რე­ბით უხე­ში ვერ­სი­ის შე­საც­ვ­ლე­ლად იყო გან­კუთ­ვ­ნი­ლი (რო­მე­ლიც მა­მა­მის­მა 1452 წელს შე­ი­ძი­ნა). ამის შემ­დეგ ხომ ის რა­ღაც დრო­ით გაქ­რა, ხო­ლო რო­ცა ხე­ლახ­ლა მო­ი­ძებ­ნა, უკ­ვე სრუ­ლი­ად და­მა­ჯე­რე­ბელ რე­ლიკ­ვი­ას წარ­მო­ად­გენ­და.

არ­სე­ბობს სხვა ვერ­სი­აც. ის გვე­უბ­ნე­ბა: ლე­ო­ნარ­დომ, რო­მე­ლიც თით­ქოს­და სა­ი­დუმ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი იყო და ქრის­ტი­ა­ნო­ბას ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­და, უბ­რა­ლოდ შეც­ვა­ლა სიწ­მინ­დე სა­კუ­თა­რი ნა­ხე­ლა­ვით; რის­თ­ვის დას­ჭირ­და ეს? აქ შე­იძ­ლე­ბა, ორ­გ­ვა­რი პა­სუ­ხი გაჩ­ნ­დეს: ოს­ტატს, რო­მელ­მაც ადა­მი­ა­ნებს უდი­დე­სი სიწ­მინ­დე და­უ­მა­ლა, ამით ქრის­ტი­ა­ნო­ბის ძალ­მო­სი­ლე­ბის შე­სუს­ტე­ბა სურ­და; მე­ო­რე: ტი­ლოს ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლა ჰქონ­და, რომ­ლის შე­ძე­ნა­ზეც ასე ოც­ნე­ბობ­და მხატ­ვა­რი. ასე რომ, სავ­სე­ბით ცხა­დი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, რო­გორ შეძ­ლო ადა­მი­ან­მა გე­ნი­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის, უბად­ლო მხატ­ვ­რუ­ლი ნი­მუ­შე­ბის შექ­მ­ნა: მხატ­ვა­რი ხომ ღვთა­ებ­რივ ენერ­გი­ას მის მი­ერ გა­და­მა­ლუ­ლი სუ­და­რით იღებ­და!..

მაგ­რამ სად შე­ეძ­ლო ოს­ტატს მი­სი გა­და­მალ­ვა?.. შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მან რე­ლიკ­ვია სა­კუ­თა­რი სექ­ტის წევ­რებს გა­დას­ცა, რომ­ლებ­მაც სუ­და­რა გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ი­ღეს. თუ ტი­ლო იმ ად­გი­ლებ­შია გა­და­მა­ლუ­ლი, სა­დაც ის ცხოვ­რობ­და? მა­გა­ლი­თად, ფლო­რენ­ცი­ა­ში ან საფ­რან­გეთ­ში. ერ­თი სიტყ­ვით, ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სინ­დო­ნო­ლო­გია მოწ­მობს

ტუ­რი­ნის სუ­და­რის სა­მეც­ნი­ე­რო გა­მოკ­ვ­ლე­ვა 1898 წელს და­იწყო, რო­ცა ის პირ­ვე­ლად გა­და­ი­ღეს და მი­ნის ნე­გა­ტივ­ზე ადა­მი­ა­ნის მკა­ფიო გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა აღი­ბეჭ­და. 1900 წელს სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა-ანა­ტომ­მა ივ დე­ლა­ჟემ და­ას­კ­ვ­ნა, რომ ის უწ­ვ­რი­ლეს დე­ტა­ლე­ბამ­დე უხინ­ჯოა. ექიმ­მა ნა­წა­მე­ბი ადა­მი­ა­ნის მრა­ვა­ლი და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა. შემ­დ­გომ­მა სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვ­ლე­ვებ­მა კი ფრან­გი ექ­ს­პერ­ტის მო­საზ­რე­ბე­ბი გა­ამ­ყა­რა. ქსო­ვილ­ზე ასე­ვე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყო სამ­ს­ჭ­ვალ­თა ნაკ­ვა­ლე­ვი კი­დუ­რებ­სა და ტერ­ფებ­ზე; ასე­ვე შუ­ბით გან­გ­მი­რუ­ლი გულ­მ­კერ­დი და ზურ­გი, თავ­ზე კი - 30 ნაჩხ­ვ­ლე­ტი ჭრი­ლო­ბა, რო­მე­ლიც მაცხო­ვარს ეკ­ლის გვირ­გ­ვი­ნის­გან ჰქონ­და. აქ­ვე სის­ხ­ლ­დე­ნის ნაკ­ვა­ლე­ვიც ჩან­და.

საკ­ვირ­ვე­ლია, მაგ­რამ სუ­და­რა­ზე არ აღ­მოჩ­ნ­და სა­ღე­ბა­ვის შემ­ც­ვე­ლო­ბა. თუმ­ცა შე­მორ­ჩა 28 სა­ხე­ო­ბის მცე­ნა­რის მტვრის ნა­წი­ლა­კი. ყვე­ლა ეს მცე­ნა­რე ის­რა­ელ­ში ხა­რობს და ევ­რო­პა­ში არ გვხვდე­ბა. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, გარ­დაც­ვ­ლი­ლის ცხვი­რის წვერ­სა და ფე­ხებ­ზე ერ­თი და იმა­ვე მტვრის სა­ხე­ო­ბის სის­ხ­ლ­თან შე­რე­ვის დად­გე­ნა.

XXI სა­უ­კუ­ნე­ში რუ­სე­თის კრი­მი­ნა­ლის­ტი­კის ინ­ს­ტი­ტუტ­ში, უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ექ­ს­პერ­ტებ­მა, ად­რე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რა­დი­ო­ნახ­შირ­ბა­დუ­ლი გა­მოკ­ვ­ლე­ვის შე­დე­გე­ბის მცდა­რო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გა­ირ­კ­ვა, რომ უცხო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს 1532 წელს მომ­ხ­და­რი სა­ში­ნე­ლი ხან­ძა­რი, რომ­ლის დრო­საც ქსო­ვილ­ზე ნამ­წ­ვა­ვე­ბის ნა­წი­ლა­კე­ბი მოხ­ვ­და. მოწყო­ბი­ლო­ბებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს არა თვით მა­ტე­რი­ის ასა­კი, არა­მედ მას­ზე ნახ­შირ­ბა­დის ნა­ერ­თე­ბის ფრაგ­მენ­ტ­თა არ­სე­ბო­ბა. ოქ­ს­ფორ­დ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა ახალ­მა გა­მოკ­ვ­ლე­ვებ­მა ასე­ვე და­ამ­ტ­კი­ცა, რომ სუ­და­რა ნაქ­სო­ვი იყო ქრის­ტეს ეპო­ქა­ში.

ამ­გ­ვა­რად მკვლე­ვარ­თა მო­ნა­ცე­მე­ბი და წმინ­და წე­რილ­ში მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ემ­თხ­ვე­ვა. წე­სით, შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბას­თან არ უნ­და გვქონ­დეს საქ­მე, არა­და, კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ას არც ერ­თხელ არ უღი­ა­რე­ბია მი­სი ნამ­დ­ვი­ლო­ბა. ვა­ტი­კა­ნი დღე­საც არ ჩქა­რობს ამ სა­კითხ­ზე ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი გას­ცეს. ეჭ­ვე­ბი მა­ინც რჩე­ბა. უარ­ყოს ან და­ა­მოწ­მოს - ეს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის გა­და­საწყ­ვე­ტია.

მო­ცე­მულ დროს სუ­და­რა ჰერ­მე­ტულ ვერ­ცხ­ლის ბუ­დე­ში ინა­ხე­ბა, რო­მელ­საც ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი მი­ნა ფა­რავს. მას დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 50 კა­რა­ბი­ნე­რი იცავს. მაგ­რამ 25 წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ტუ­რი­ნის სიწ­მინ­დეს მორ­წ­მუ­ნე­თათ­ვის ჰფე­ნენ. მო­რი­გი ჯე­რი თაყ­ვა­ნის­ცე­მის­თ­ვის 2025 წელს უწევს. მა­ნამ­დე ბევ­რი დრო რო­დი დარ­ჩა. მორ­წ­მუ­ნე­ნი მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბი­ან ამ დღეს.

თუმ­ცა, აქ შე­იძ­ლე­ბა სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი სიტყ­ვე­ბიც გა­ვიხ­სე­ნოთ: "ნე­ტარ არი­ან ისი­ნი, ვი­საც არ ვუ­ნა­ხავ­ვარ, მაგ­რამ სწამს!" (ი­ო­ა­ნე 20 (29).

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ