"შორენა, კარგი იქნებოდა უკანალი ცოტა შეგეთხელებინა" - რაც წერენ ფანები ქართველ ვარსკვლავებს

"შორენა, კარგი იქნებოდა უკანალი ცოტა შეგეთხელებინა" - რაც წერენ ფანები ქართველ ვარსკვლავებს

ქართველი ვარსკვლავები მუდმივად წუწუნებენ, რომ საქართველოში შოუბიზნესი არ არსებობს, მაგრამ მაინც ახერხებენ, პოპულარობა თუნდაც სხვადასხვა გადაცემაში ხშირი სტუმრობითა და სკანდალური განცხადებებით შეინარჩუნონ. მართალია, ქუჩაში თაყვანისმცემლები ნაკლებად დასდევენ და არც მათ გამო იკლავენ თავს, მაგრამ მაინც არსებობენ ცნობილი სახეები, რომლებსაც თაყვანისმცემელთა მთელი არმია ჰყავთ.

ახლა კი თვალი გადავავლოთ, ქართველი ვარსკვლავებიდან ვის გაუმართლა და მათ მიერ გულმოკლული ფანების ისტორიებსაც გაგაცნობთ.

შორენა ბეგაშვილი მუდმივად იმაზე წუწუნებს, რომ ქართველი ქალბატონები აკრიტიკებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. შურთ მისი სილამაზის და საკუთარი ქმრებისთვის ვერ მოუვლიათ. ამის მიუხედავად, შორენას დიდი რაოდენობით ფანები ჰყავს, რომლებიც სოციალურ ქსელში მსახიობსა და ტელეწამყვანს სიყვარულს უხსნიან და ცოლობასაც კი სთავაზობენ, მაგრამ მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც დიდ სიყვარულს უცნაურად გამოხატავენ. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ვინმე ნიკუშა-ნიკუშა, რომელმაც შორენას ინბოქსში ვრცელი წერილი გაუგზავნა:

''შორენა, მეგობრულ რჩევებს მოგცემ: პირველი - რამე მოუხერხე მკლავებს, ან დაითხელე, ან ივარჯიშე, საშინლად გითუხთუხებს. მეორე, ცუდი არ იქნებოდა, უკანალი ცოტა შეგეთხელებინა. მესამე – რა უბედურებაა ამხელა ''შპილკებიანი'' ფეხსაცმელი. ვიღას აცვია ასეთები, შორენა? და კიდევ, ძალიან ბევრი მაკიაჟი გისვია. რეალურად მსუბუქი მაკიაჟი და ხორცისფერი პომადა გიხდება. დამიჯერე, კარგ ტიპს არასოდეს მოეწონები, შეცვალე სტილი'', - სწერს შორენას ''კეთილისმსურველი''.

''ფაქტობრივად, თავიდან უნდა დავიბადო'' - ასე გამოეხმაურა შორენა ერთგულ ფანს.

გიგა ბატკუაშვილს რადიოს მოყვარულები კარგად იცნობენ. უკვე ბევრი წელია, რაც FM სივრცეში მის ხმას ყველა ცნობს. გასული კვირა მისთვის და მერსი სულხანიშვილისთვის არც ისე კარგი აღმოჩნდა, რადგან გოგონა, რომელიც გიგაზეა შეყვარებული, მერსის ფიზიკური ანგარიშსწორებითაც კი დაემუქრა. ნატა გოდერძიშვილი რამდენიმე წელია, გიგას თაყვანისმცემელია და უყურადღებოდ არ ტოვებს ღონისძიებასა და ეთერს, სადაც მისი ხმა ისმის. მერსიმ სწორედ ამ სიყვარულით ისარგებლა და ''ფეისბუქის'' საშუალებით ერთგვარი პიარკამპანია წამოიწყო თავისი და გიგას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. აქვეყნებდა გიგასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, სადაც მუხლებზე ეჯდა და სექსუალურად პოზირებდა.

სურათების გამოქვეყნებამ ნატაზე არცთუ სასიამოვნოდ იმოქმედა. მერსიმ გამოაქვეყნა შეურაცხმყოფელი მესიჯები, რომლებიც თითქოსდა ნატამ მისწერა და დააბრალა, მერსი ციხეში ნარკოტიკების გავრცელებისთვის სასჯელს იხდიდაო. მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწყებული ომი ისევ ნატამ დაამთავრა. გოგონამ განმარტა, რომ მოდის ბლოგერის მიერ გავრცელებული შეტყობინებები მას არ ეკუთვნოდა. როგორ ჩანს, გიგაზეც გაბრაზდა, რადგან ცნობილი რადიოწამყვანი მერსის მიერ წამოწყებულ თამაშში ჩაერთო. ნატასთვის კი ''ვარსკვლავის'' სიყვარული ასე დამთავრდა:

''თუ ვინმე დაგირეკავთ რადიოდან და გეტყვით, რომ სტუმრად გიგასთან გეპატიჟებიან, იცოდეთ, კარგად დაფიქრდით, რა გელით მაგ ადამიანისგან, რადგან ადამიანი კი არა ურჩხული, დაუნდობელი არაკაცი და ნამდვილი სატანაა'', - წერს ნატა.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება