ხარკოვში ფეხბურთის გულშემატკივრებსა და პრორუს აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა

ხარკოვში ფეხბურთის გულშემატკივრებსა და პრორუს აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა

14 ადამიანი დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, ფეხბურთის გულშემატკივრებსა და პრორუს აქტივისტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად. ამის შესახებ უკრაინიული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, პრორუს აქტივისტებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკება იმ დროს მოხდა, როდესაც დონეცკის "შახტარისა" და დნეპროპეტროვსკის "დნეპრის" ქომაგები ადგილობრივი ევრომაიდნის აქტივისტებთან ერთად უკრაინის მხარდამჭერ მსვლელობას მართავდნენ. საპასუხოდ, ფანებმა პრორუს აქტივისტებს პეტარდები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს.

ხარკოვის სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულთა შორის ორი მილიციელია.

ამასთან, ხარკოვში უკრაინის ერთიანობისთვის გამართულ მსვლელობაში სხვადასხვა მონაცემებით, 7 500-დან 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

მომზადებულია unian.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა